"ალაშკერტის" მწვრთნელი: "დინამოს" ისტორია "ალაშკერტისთვის" დიდი პრობლემაა!

AutoSharing Option
დღეს, 18 ივლისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონის მედია დარბაზში ერევნის "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა აბრაჰამ ხაშმანიანმა პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 ივლისს, სომხეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს შინ თბილისის "დინამოსთან" გამართავს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა თბილისში დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ბომბ
არდირი მიჰრან მანასიანი, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო, გუნდმა სხვა გუნდში გაყიდა. მისი სახით, დიდი დანაკლისი მივიღეთ. სხვა მხრივ, დანაკლისი არ გვაქვს და ეს კარგია.

თბილისში გამართულ მატჩში ვინც მიიღო ტრავმა, მათი გამოჯანმრთელება ექიმების ხარჯზე სწრაფად მოხერხდა.

ასეთ მომენტებში შანსებს ხშირად 50-50-ზე აფასებენ, მაგრამ დღეს ამას ვერ ვიტყვი.

ის, რაც ისედაც ვიცოდით, კიდევ ერთხელ ვნახეთ: "დინამო" ძალზედ ორგანიზებული და დიდი ისტორიის მქონე გუნდია, ეს კი "ალაშკერტისთვის" ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, რამდენადაც ისტორიას ფეხბურთში დიდი ადგილი უკავია. "დინამო" ისეთი გუნდია, რომელსაც მარტივად შეუძლია მატჩების მოგება და ჩემპიონობა.

"დინამო" ძალიან სერიოზული მეტოქეა, რომელსაც კარგი ინფრასტრუქტურა აქვს. ადვილი მატჩი არც ხვალ გველის, ბოლომდე ბრძოლა გვმართებს.

ერევნის "ალაშკერტსა" და თბილისის "დინამოს" შორის გასამართი მატჩი ჩვენი დროით ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ვირეშმაკობს ჩვენი ყურადგების მოდუნება უნდა.
mumu
10:31 19-07-2016
0
აა კაცი.,სიმართლეს ბაზრობს...მაგრამ ამან არ უნდა მოადუნოს დინამო..
vai tqvens patrons
20:51 18-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული