თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
19 ივლისს, თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი სტუმრად ერევანში "ალაშკერტთან" გამართა. რესპუბლიკურ სტადიონზე შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონებმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 დაამარცხეს და III საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც ზაგრების "დინამოსა" და მაკედონიური "ვარდარის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

ანგარიში 21-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, რითაც ფაქტობრივად გადაწყვიტა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი. მასპინძლებმა გაიბრძოლეს და გათანაბრება 51-ე წუთზე ნორაირ გეზალიანის გოლით მოახერხეს.

ეს იყო და ეს, ამის შემდეგ სომხურ გუნდს დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია,
დინამოელებს კი გატანისა და გამარჯვების შანსი ჰქონდათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროთასებს შემორჩა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ქვილითა არაა დინამოს დონის
kaxa
10:43 20-07-2016
0
ზაგრებს რო მოვუგებთ ეჭვი არ მეპარება.პოტენციალი ჩანს,მიუხედავად გუშინდელი მატჩის, მეკარეს კი ესეთი დარტყმის მოგერიება უნდა შეეძლოს.
გიორგი
10:07 20-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული