ლადო დვალიშვილი: თუ ჯგუფში მოხვედრა გვსურს, დღევანდელი მეორე ტაიმი გამოსასწორებელია!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა ერევნის "ალაშკერტის" ბარიერის გადალახვის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისელები სტუმრად ერევნის "ალაშკერტს" დაუპირისპირდნენ, ანგარიში ფრედ ანგარიშით 1:1, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი დინამოელთა სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

- თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა

"დასახულ მიზანს მივაღწიეთ. თუ ჯგუფში მოხვედრა გვსურს, ის თამაში, რომელიც დღეს მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, გამოსასწორებელია. ჩვენი მიზანი სწორედ ესაა - ჯგუფში მოხვედრა გვსურს და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ხვალ ვნახავთ ჩვენი შესაძლო მეტოქეების
დაპირისპირებას. თუ ზაგრების "დინამო" შეგვხვდა, თავდაჯერებულობის, მონდომებისა და მაქსიმუმის გაკეთების ხარჯზე შეგვიძლია გავცდეთ და მინიმუმ ევროპის, მაქსიმუმ - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოვხვდეთ.

მადლობა გულშემატკივრებს. გულშემატკივარი მე-12 ფეხბურთელია და დღესაც ასე იყო - ისინი გუნდს ძალიან დაეხმარნენ!", - განაცხადა დვალიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლადო,ჯგუფში მოხვედრა კი არა არ გახიოს დინამო ზაგრებმა 8-0 მასეთი თამაშის გამო.
Guadua
22:46 19-07-2016
0
ლადო, მადლობა რომ გაისარჯეთ და გამოირჩეოდით ორივე თამაშში დაუღალავი შრომით, მაგრამ დინამოს ყველა ფეხბურთელი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე როგორც თქვენ. გამოცდილმა დინამოელებმა უნდა ლიდერობა გამოიჩინოთ მოედანზე. თამაში უნდა დაალაგოთ, ბურთი გააკონტროლოთ. ასე დაბნეულად და ალალბედზე თამაში მიუღებელია. ეს ხომ საქართველოს ჩემპიონატი აღარ არის რომ შეგრჩეს ამპარტავნობა, მაკრატელების გაკეთება, არასწორი პასები, ვითომ ინდივიდუალური თამაში, რომელიც არ გამოგდის მაგრამ მაინც აწვები? ან ბურთის დაკარგვა საკუთარ კართან ახლოს? დაცვიდან უმისამართო გამოტანა ბურთის? უამრავი კომპონენტია დასახვეწი. მთავარი არის თავმდაბლობა და შრომა, რისი კარგი მაგალითიც თავად ხართ. ლადო, ასე თქვენსავით უნდა თავმდაბლურად და მუხლჩაუხრელად იმუშაოს მთელმა გუნდმა, თითოეულმა ფეხბურთელმა. დინამოს აქვს შანსი შემდეგ მეტოქესთან, თუ თითოეული დინამოელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმზე ითამაშებს. წარმატებებს გისურვებთ ლადო და მთლიანად დინამოს.
ლუკა
01:07 20-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული