მეტოქე: ზაგრების "დინამოს" შემტევი ნახევარმცველიც ტოვებს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ზაგრების "დინამო", შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონთან პირველ მატჩამდე გუნდის კიდევ ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს.

საუბარია გუნდის შემტევ ნახევარმცველ მარკო როგიზე, რომლითაც, ხორვატიული პრესის ცნობით, ერთბაშად ორი იტალიური გუნდი ინტერესდება.

როგის ყიდვა ტურინის "იუვენტუსს" სურს, რომელმაც ზაგრების "დინამოს" ფორვარდი მარკო პიაცა უკვე შეიძინა, თუმცა, მედიის ცნობით, ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ნაპოლია", რომელიც, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაიფორმებს კიდეც მას.

თუ ასე მოხდა, ზაგრების "დინამო" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, გარდა ფორვარდ მარკო პიაცასა, შემტევ ნახევარმცველსაც
დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ორ "დინამოს" შორის ხორვატიაში 26 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთი ორ კაცსაც თუ გაუგდებენ უეჩველი გავალთ )))
givi
13:13 21-07-2016
0
ნუუ, ლელოს თუ ვენდობით ზაგრების დინამო ყველამ დატოვა დამლაგებლების გარდა; ისე მოკურცხლეს რომ უკან არც გამოუხედავთ, პირდაპირ ბაყაყურით გადაცურეს თურმე ადრიატიკის ზღვა და იტალიას თავშესაფარი სთხოვეს, აქაოდა თბილისის დინამო მოდის და შავ დღეს დაგვაყრიდა რომ არ დაგვეტოვებინა ზაგრებიო. და მაინც, დინამოს მრისხანებას ვერსად ვერ გაექცევიან! :)
ლუკა
13:16 21-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული