თეო ვიკსი: "გაბალასთვის" "სამტრედია" უფრო რთული მეტოქე იყო, ვიდრე - მტკ!

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" ფორვარდმა თეო ვიკსმა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდგომ, azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "სამტრედიაზეც" ისაუბრა.

აზერბაიჯანელთა მეტოქე უნგრული მტკ იყო, რომლის დამარცხებაც "გაბალამ" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:1 შეძლო. მანამდე კი, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "გაბალამ" "სამტრედიას" ბარიერი იოლად გადალახა (6:3).

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]
- სამტრედია-გაბალა 2:1 - კარის გაჯახუნება [VIDEO]

"ვფიქრობ, "სამტრედია" მტკ-ზე რთული მეტოქე იყო. "სამტრედიაში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ისინი წუთითაც არ ჩერდებოდნენ.

მტკ კარგი გუნდია, მაგრამ ქართველებს ნამდვილად ჩამორჩება", -
განაცხადა ფორვარდმა, რომელმაც "სამტრედიასთან" ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰო , ისე ეს ვითარება სამტრედიაში უცნაურია და საით მიდის კაცი ვერ გაიგებს.ვითომ რაიონს ბიუჯეტის ფულს არ სთხოვს არავინ, მაგრამ თუ კერძო კლუბი მაინც ბიუჯეტიდან ფინანსდება და ასე იქნება სულ, მაშინ ეს მრავალ კითხვებს გააჩენს.
ლუბიმჩიკობაზე მეც მსმენია, მაგრამ რა ხდება შიგნიდან ეს ზუსტად არავინ იცის, თუმცა მწვრთნელმა თვითონ განაცხადა რამდენიმე მათგანზე განსაკუთრებული სიახლოვის შესახებ, მათ შორის არაბულზეც
Jango
24 ივლისი 2016 12:33
0
ცეცაძეს საყვარელი ბიჭუნების შვიდეული ჰყავს სამტრედიაში,სხვებს ვერ ხედავს,ეს აფუჭებს საქმეს. კლუბს კერძო ინვესტორის მოწვევის პერსპექტივა არა აქვს,რადგან. ის დაითრია უცნაურმა კერძო წარმინაქმნა არამომგებიანმა საფეხბურთო კავშირმა,რომელიც სრულიად ფინანსირდება ბიუჯეტიდან,რომელ პერსპექტივაზეა საუბარი როცა ხალხი ბიუჯეტის ფულს ხერხავს?
Ruins
24 ივლისი 2016 00:08
0
ეჰ ნახევარ საათში კი გამოაგდეს სამტრედია ევროპალიგიდან... მწვრთნელის ბრალი ეს ყველაფერი ალბათ, დაცვის თამაში ვერავიტარ კრიტიკას ვერ უძლებდა, ჩემპიონატშიც ბევრს უშვებდნენ, გასაკვირი იყო ევროთასების წინ დაცვაში არავინ რომ არ დაიმატეს, იგივე ვიკსმა აბუჩად აგვიგდო პირველ მატჩში, წინ კარგადაა გუნდი
FCS
23 ივლისი 2016 17:11
0
სამტრედიას დრო ჭირდება და მაგარი გუნდი დადგება ჩანს ბიჭებში სულაც არ ვარ ეროვნულ ჩემპიონატში სამტრედიას ბალეშიკი მარა ეს და დინამო მაგარი ბრძოლა იქნება.
gala
23 ივლისი 2016 16:29
0
jigari yofila :D magari bichia ise dzaan es
skafush
23 ივლისი 2016 15:15
0
დრო ჭირდება და სამტრედია მაგარი გუნდი დადგება, ორი წელი მაინც. ეს ახალგაზრდა ბიჭები კარგ ფეხბურთს ითამაშებენ.
სამტრე
23 ივლისი 2016 15:02
0
ამა მაგარი კლუბი დაითრევს
ika
23 ივლისი 2016 14:18
0

სიახლეები პოპულარული