თბილისის "დინამო" ზაგრებშია და ადგილობრივ "დინამოსთან" მატჩისთვის ემზადება [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 25 ივლისს, თბილისის "დინამო" ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩაფრინდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ადგილობრივ "დინამოსთან" ჩაატარებს.

- [მეტოქე ზაგრების დინამო] თვითონაც თამაშობს და სხვასაც ათამაშებს

თბილისური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, საქართველოს ჩემპიონები სასტუმრო Double Tree by HILTON-ში დაბინავდნენ, ისადილეს, საღამოს კი "მაქსიმირის" სტადიონზე ვარჯიშს გამართავენ. მანამდე გაიმართება წისამატჩო პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტების წინაშე თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი წარდგება.

ზაგრებისა და თბილისის "დინამოების" დაპირისპირება "მაქსიმირზე" 26 ივლისს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას "მეორე
არხი" წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს საუკეთესო კლუბისთვის ისტორიაში ევროთასებზე ჩატარებული 150-ე შეხვედრა იქნება.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოღონდ საქმე გააკეთონ და ყურთსასმენი კი არა, თუნდაც პატეფონი დაიდგან თავზე.
levani kaxeti
21:15 25-07-2016
0
ყურსასმენები მოდაშია და ბოლოსდობოლოს დიანმოს ფეხბურთელები არიან.
ებიჯო
18:06 25-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული