ახლა გამაყუჩებელიც აღარ მშველოდა - "დინამო" ზაგრებში გიორგი ქვილითაიას გარეშე წავიდა!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს", ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების "დინამოსთან", ფორვარდი გიორგი ქვილითაია ვერ დაეხმარება. საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გუნდს ხორვატიაში ტრავმის გამო ვერ გაჰყვა.

- დინამო (ზაგრები) VS დინამო (თბილისი) - ფარით ან ფარზე!

თბილისში იძულებით დარჩენილმა ფორვარდმა Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"საზარდულის ტრავმაა. "ალაშკერტთან" პირველი მატჩის დასრულებიდან მეორე დღესვე ვიგრძენი ტკივილი.  ერევანში გასამართი მატჩისთვის ტკივილგამაყუჩებლებით მოვემზადე. ის თამაში სწორედ ნემსებით ჩავატარე...

მაგრამ ახლა უკვე ტკივილგამაყუჩებელი და ნემსები აღარ მშველოდა, ამიტომაც ვეღარ შევძელი გუნდთან ერთად ზაგრებში გამგზავრება.

ტრავმის მოშუშებას დაახლოებით 5 დღე უნდა და საპასუხო მატჩისთვის, დიდი ალბათობით, მზად ვიქნები", - გვითხრა ქვილითაიამ.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი "დინამო არენაზე" 2 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მერე სამწვრთნელო შტაბმა ვერ იფიქრაა მაგდეეენიიი როო ალაშკეტთაან დაესვენებინათ და დღეს ყოფილიყოო?
giorgi
12:16 26-07-2016
0
ბიჭო რახდება თქვენ რაღაც ძაან ცუდად აკლდებით დინამოს)) ჯერ შპიჩიჩი და ველევი ეხლა შენც მაგრამ შპიჩიჩი ითამაშებს) რასაც არ უნდა აკეთებდეს მწვრთნელი იმედია არ ცდება...)))
svani
12:19 26-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული