თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

დღეს, 26 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა. თბილისის "დინამო" სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 0:2.

პირველ ტაიმში უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს 3 წუთში დაშვებული ორი შეცდომის ხარჯზე ხორვატებისგან ორი გოლი მივიღეთ - 39-ე წუთზე "დინამოს" კარი ჰილალ სოუდანმა აიღო, შემდეგ კი 42-ეზე თავისი გოლი ანტე ჩორიჩმაც გაიტანა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რის შემდეგაც უკვე მე-60 წუთიდან უპირატესობა ხელთ თბილისის "დინამომ" იგდო და რამდენიმე მომენტიც შექმნა, რომელთა რეალიზებაც, ქართველმა ფეხბურთელებმა,
სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე", 2 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 32 /
თავს რატომ იტყუებთ. თბილისში ბევრად უფრო გაუჭირდება დინამოს რადგანაც თავიდან ფეხებამდე როცა გაშიფრეს გოლებმაც არ დააყოვნა და მაინცდამაინც თავიც არ მოუკლავთ რადგანაც პარასკევს ჩემპიონატის თამაში აქვთ, რომ განმეორებითი მატჩისთვის მეტი დრო დარჩეთ. ამითი განსხვავდებიან ევროპელები რომ გეგმაზომიერად მიყვებიან თავის საქმეს.
........
02:13 27-07-2016
0
ძალიან გულდასაწყვეტი კი არა კატასტროფულად მტკივნეულია ასეთი წაგება, 1 გოლამდე ვითომ რაღაცას ვთამაშობდით, იმედი მომეცა და ... გელაშვილი რატომ უნდა გყავდეს გუნდში, წლებია რეგრესი აქვს. ხალხი არაფრიდან ქმნის გოლს, აფუჭებს კიდეც მაგრამ მთელი თამაში მხოლოდ ეს რომ არის შენი შანსი და 4 მეტრიდან დაუცველ კარს ააცილებ .... მეკარე ერთერთი სუსტი წერტილია-ალაშკერტთან თამაშსიც გამოჩნდა. მეკარე 50% არის გუნდის და ეს ჯერ როგორ გამოვიდა 1 გოლზე (შეიძლება მაინც გასულიყო უეჭველი აეღოო არ ვამბობ) და მეორეზე კარის ხაზზს არ მოშორდა როცა მეკარის მოედნის კუთხისკენ უნდა ამოწეულიყო. დაბალი დონის არის ძალიან და რატომ და ვინ ჩამოიყვანა საინტერესოა
Levani
02:24 27-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული