სპეციალურ ანგარიშზე თანხა ჩარიცხეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და უშუალოდ მინისტრმა, ვეტერანმა მოთამაშეებმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებმა, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ; გაიმართა საქველმოქმედო აქციაც...
შევიტყვეთ, რომ დევაძე თურქეთშია და ოპერაციას ელოდება. მას თითქოს ფული ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორი თვის განმავლობაში კლინიკაში იმდენი გაუთვალისწინებელი ხარჯის გაღება დასჭირდა, ვეღარ გასწვდა და თანხა დააკლდა. დრო კი
"რეაბილიტაციის ფული არ მაქვს და აქამდეც 11 ათასი დოლარი ვალი დავიდე. ოპერაციის მერე 3 დღე გამაჩერებენ და თუ არ გადავუხადე, ქუჩაში ვრჩები. ეს ახლა მითხრეს და კინაღამ გული გამისკდა. ცხოვრებამ ძალიან გამამწარა. რა ვქნა, ამდენი ხალხი დამეხმარა და კიდევ ვის რა ვთხოვო?!" - ეს არის წერილი, რომელიც კაკო დევაძემ მეგობარს სასოწარკვეთისგან მისწერა, მეგობარმა კი ჩვენ გადმოგვცა, რადგან სხვა გზა აღარ რჩებოდა.
ჩვენ კი ვალდებულები ვართ, ეს მკითხველსაც ვუთხრათ - მათ, ვინც ყოველთვის გვერდში ედექით და როცა სამშვიდობომდე ცოტაღაა დარჩენილი, დახმარება არც ახლა დაგვენანება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"