ჯაბა ჯიღაური: მჯერა, თბილისის "დინამო" მეტოქეს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისელები სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

- დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]

"თამაშიდან გამომდინარე, მინიმუმ ერთი გოლის გატანას მაინც ვიმსახურებდით, თუმცა ეს ფეხბურთია - ზაგრების "დინამო" გამოცდილი გუნდია და 3-წუთიანი კონცენტრაციის დაკარგვა არ გვაპატია.

მჯერა, რომ 2 აგვისტოს, თბილისის "დინამო" მეტოქეს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

ეს ის
მომენტია, როცა გულშემატკივრის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. შეუძლებელი არაფერია და ამის დამტკიცებას ჩვენი გუნდი საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ შეეცდება", - გვითხრა ჯიღაურმა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა "დინამო არენაზე" 2 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
დინამოს-ს სახელით ვინც კომენტარი გააკეთა არც წერა-კითხვა იცის, არც ფეხბურთისა გაეგება რამე და მსგავსმა ვიგინდარამ ვის რა უნდა მოუწოდოს. რამდენი ხართ ასეთები, გამოჩნდით სტადიონთან და იქ გააკეთეთ მსგავსი მოწოდება ...
murtalo
03:20 29-07-2016
0
მე თუ მკითხავთ ჭანტურიშვილი არის ყველაზე სუსუტი შეტევაში, რა თქმა უნდა მე მწვრთნელი არ ვარ და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უბრალოდ ჩემს პირად აზრს ვაფიქსირებ...
რაც შეეხება მომავალ მატჩს, შეიძლება ბევრს გაეცინოს თუ ამ კომენტარს წაიკითხავს, მაგრამ იყო ერთხელ მომენტი მატჩი დამესიზმრა და ახდა კიდეც, ხორვატებს 1-0 ვუგებდით და საბოლოოდ 1-2 რომ დავმარცხდით გასვლაზე, ანუ ეს ის მატჩია შინ რომ 1-0 მოვუგეთ კობის გოლით და გასვლა 2-1 წავაგეთ, მაშინაც ვიგებდით. ეხლა არ მახსოვს წუთები მაგრამ, მაშინ ზუსტად გავარტყი დროც, რომელ წუთებამდე ვიგებით. ეხლაც დამესიზმრა და იმედი მაქვს რომ ახდება, ანუ 2-0 მოვიგეთ, პენლები დაინიშნა და მერე 2-1 ვაგებდით პენლებში და გამეღვიძა. სულ 2 თამაში დამესიზმრა ფეხბურთთან დაკავშირებით და რატომღაც ორივეგან ხორვატებს ვეთამაშებით. )) თუ ეს მატჩიც ახდა, მერე მთელი დღეები ვიფიქრებ ფეხბურთზე, იქნებ ჩამყვე გულში და კიდევ რამე დამესიზმროს )) ტოტალიზატორი არ მითამაშია არასოდეს, მაგრამ დავიწყებ რა თქმა უნდა ))
Fsiuuu
07:47 29-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული