ჯაბა ჯიღაური: მჯერა, თბილისის "დინამო" მეტოქეს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისელები სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

- დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]

"თამაშიდან გამომდინარე, მინიმუმ ერთი გოლის გატანას მაინც ვიმსახურებდით, თუმცა ეს ფეხბურთია - ზაგრების "დინამო" გამოცდილი გუნდია და 3-წუთიანი კონცენტრაციის დაკარგვა არ გვაპატია.

მჯერა, რომ 2 აგვისტოს, თბილისის "დინამო" მეტოქეს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

ეს ის
მომენტია, როცა გულშემატკივრის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. შეუძლებელი არაფერია და ამის დამტკიცებას ჩვენი გუნდი საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ შეეცდება", - გვითხრა ჯიღაურმა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა "დინამო არენაზე" 2 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
me visurvebdi,rom sdadioni gaivsos,magram amistvis sachiroa yoveldgiuri reklama wamyvan telearxebze,regionebshi gasvla agitacia,transportis gamoyofa.aravis unda zedmeti xarjebi da arc aravinaa mowadinebuli...
gocha123
29 ივლისი 2016 13:46
0
ბევრი კომენტარის გარეშე. მოვდივარ!!!
Temo
29 ივლისი 2016 10:48
0
რომ არ მოვიდეს მაყურებელი ესეიგი არ უნდა მოიგონ
ramazi
29 ივლისი 2016 09:34
0
ხალხი ცოტა მოვა მაგ თამაშზე, წასულია დასასვენებლად უმეტესი ნაწილი.
Fsiuuu
29 ივლისი 2016 07:49
0
მე თუ მკითხავთ ჭანტურიშვილი არის ყველაზე სუსუტი შეტევაში, რა თქმა უნდა მე მწვრთნელი არ ვარ და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უბრალოდ ჩემს პირად აზრს ვაფიქსირებ...
რაც შეეხება მომავალ მატჩს, შეიძლება ბევრს გაეცინოს თუ ამ კომენტარს წაიკითხავს, მაგრამ იყო ერთხელ მომენტი მატჩი დამესიზმრა და ახდა კიდეც, ხორვატებს 1-0 ვუგებდით და საბოლოოდ 1-2 რომ დავმარცხდით გასვლაზე, ანუ ეს ის მატჩია შინ რომ 1-0 მოვუგეთ კობის გოლით და გასვლა 2-1 წავაგეთ, მაშინაც ვიგებდით. ეხლა არ მახსოვს წუთები მაგრამ, მაშინ ზუსტად გავარტყი დროც, რომელ წუთებამდე ვიგებით. ეხლაც დამესიზმრა და იმედი მაქვს რომ ახდება, ანუ 2-0 მოვიგეთ, პენლები დაინიშნა და მერე 2-1 ვაგებდით პენლებში და გამეღვიძა. სულ 2 თამაში დამესიზმრა ფეხბურთთან დაკავშირებით და რატომღაც ორივეგან ხორვატებს ვეთამაშებით. )) თუ ეს მატჩიც ახდა, მერე მთელი დღეები ვიფიქრებ ფეხბურთზე, იქნებ ჩამყვე გულში და კიდევ რამე დამესიზმროს )) ტოტალიზატორი არ მითამაშია არასოდეს, მაგრამ დავიწყებ რა თქმა უნდა ))
Fsiuuu
29 ივლისი 2016 07:47
0
დინამოს-ს სახელით ვინც კომენტარი გააკეთა არც წერა-კითხვა იცის, არც ფეხბურთისა გაეგება რამე და მსგავსმა ვიგინდარამ ვის რა უნდა მოუწოდოს. რამდენი ხართ ასეთები, გამოჩნდით სტადიონთან და იქ გააკეთეთ მსგავსი მოწოდება ...
murtalo
29 ივლისი 2016 03:20
0
კარებში დარტყმა ისწავლეთ თუ ჩემი ძმა ხართ, ისე რო იცოდეთ გელაშვილის თამაში ალქაიდამ თავის თავზე აიღო
lasha
28 ივლისი 2016 23:30
0
სწრაფი გოლი გვინდა და მერე დაცვაში ყურადღებით თამაში რო იქნებ მერე ერთიც შევაგდოთ და პენლებამდე მივათრიოთ თამაში თორე ერთი თუ გაგვიტანეს 4 ბურთის გამტანები არ ვართ
Geo fan
28 ივლისი 2016 23:12
0
ლაშას თქვენი ვერ გამიგია 24 წლის არი რაუნდა აქ თუმაგარია ევროპაში უნდა ითამაშოსო.33 წლის თუა ფეხბურთელი რაღა უნდა ბებერია უკვე.მა ვინღა გინდათ ხალხო უცხო პლანეტელები აქ არცხოვრობენ რო ფრენით გაგაოცონ.
fcb
28 ივლისი 2016 18:41
0
უფასოდ მხოლოდ ვაიგულშემატკივრები და შფოთის თავები შევლენ რომლებიც როგორც ყოველთვის ყველაფერს აფუჭებენ, ამიტომ არ შეიძლება, სასტიკი წინააღმდეგი ვარ!
ნიკოლოზ
28 ივლისი 2016 17:45
0

სიახლეები პოპულარული