დინამო-ზაგრების მატჩის ბილეთების გაყიდვა 30 ივლისიდან დაიწყება

AutoSharing Option
2 აგვისტოს, 21.00 საათზე "დინამო არენაზე" უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი გაიმართება.

თბილისის "დინამო" ზაგრების "დინამოს" უმასპინძლებს. შეხვედრის ბილეთები "დინამო არენის" სალაროებში შაბათიდან სამშაბათის ჩათვლით გაიყიდება. სალაროები 11.00 საათიდან 19.00 საათამდე, სამშაბათს კი მატჩის დაწყებამდე იმუშავებს.

ბილეთის ფასი: 5 და 10 ლარი
სქაი ბოქსის ბილეთები: 25 ლარი

გულშემატკივარს ბილეთის ელექტროვერსიის ყიდვა ვებგვერდ biletebi.ge-ც შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ზაგრებში მაპსინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეც მაგას ვამბობ მათი თამაშის მიხედვით 2 3 ზე მეტი ვერა, კარგი რომ იყოს თამაში 20 ლარსაც, გადავიხდიდი,
0
5 ლარი არ მიჭირს. ვიყიდე biletebi.ge-დან 20 ბილეთი და დაურუგებ იმათ ვისაც დინამო და ზოგადად ქართული ფეხბურთი უყვარს, მაგრამ ფული არ აქვთ. ყველამ რომ ასე გააკეთოს სტადიონს 75%-ით გავავსებთ. ისე ვერააა
goga
09:59 29-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული