"საფეხბურთო თერაპია" საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისთვის

AutoSharing Option
უკვე ორი თვეა, რაც შიდა ქართლის 15 სოფელში 300-მდე ბავშვი ფეხბურთითაა დაკავებული. ეს არის დამსახურება არველაძეების ფონდისა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად, პროექტ "საფეხბურთო თერაპიას" უდგას სათავეში. მისი მთავარი მიზანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებსა და დასახლებებში საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბებაა.

ჯერჯერობით, "საფეხბურთო თერაპია" 15 სოფელში (ხელთუბანი, ქვენატკოცა, სასირეთი, ტინისხიდი, ურბნისი, ვარიანი, აგარა, ატენი, ქვახვრელი, არცევი, დირბი, დიცი, ნიქოზი, რუისი, კარალეთი) ხორციელდება.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ფონდმა
გადაწყვიტა, მათთვის შეექმნა შესაძლებლობა, რომ უსასყიდლოდ ეთამაშათ ფეხბურთი.

უახლოეს მომავალში ფონდის დამფუძნებლები ცნობილ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად საფეხბურთო თერაპიაში მონაწილე გუნდების ბავშვებისთვისა და მათი მთავარი მწვრთნელებისთვის საფეხბურთო მასტერკლასის ჩატარებას უზრუნველყოფენ.

ტინისხიდში კი გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ქავთარაძე ბავშვებს კვირაში ოთხი დღე ავარჯიშებს, სულ - 27 ბავშვს, მათ შორის ერთ-ერთი - შშმ პირია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული