თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 6 ოქტომბერს შედგა. მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ხეობაში ლტოლვილი და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური აქტივობების გაზრდა და სპორტულ ღონისძიებებში ჩართვაა.
აშშ-ის საელჩო პროექტ "საფეხბურთო თერაპიას" ერთი წლის განმავლობაში, პანკისის ხეობის ოთხ სოფელში - დუისში, ბირკიანში, ჯოყოლოსა და ომალოში დააფინანსებს. აშშ-ის საელჩოსთან ერთად, პროექტის მხარდამჭერია "მაკდონალდსიც".
აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლების გარდა, მედიათეკაში ფონდის დამფუძნებლები, რევაზ და არჩილ არველაძეები, აღმასრულებელი დირექტორი
პრეზენტაციის შემდეგ ფონდის ხელმძღვანელებმა ხეობის ასივე ფეხბურთელს საჩუქრად საფეხბურთო ეკიპირება და ბურთები, ასევე, საქართველოსა და უელსის ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთები გადასცეს.
აგვისტოში არველაძეების ფონდმა პროექტ "საფეხბურთო თერაპიის" პარტნიორობაზე მემორანდუმი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან გააფორმა. გასულ წელს კი ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს კომისარიატთან მოეწერა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"