იურაი იარაბეკი: პლეი-ოფში შანსებს ვიტოვებთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისელები დღეს ზაგრების "დინამოსთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი - 0:3 და ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლეს.

- დინამო (თბ)-დინამო (ზ) 0:1 - რა აღიარა იურაი იარაბეკმა [VIDEO]

"ახლა ძალიან მიჭირს. მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც გულითა და სულით ითამაშეს. სამწუხაროდ, სწრაფი გოლის გატანის ნაცვლად, საკუთარ კარში მივიღეთ და 4 გოლის
გატანა დაგვესახა მიზნად. ამის შემდეგ სქემა შევცვალე, ორ ფორვარდზე გადავედი. არაერთი მომენტი შეგვექმნა, მაგრამ არაფერი გამოვიდა....

გაშვებულ გოლში მეკარეს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ. კარგი ფეხბურთის სათამაშოდ ორმა გუნდმა უნდა ითამაშოს, დღეს კი ერთი გუნდი უტევდა, მეორე კი დაცვაში იდგა და მეტოქის შეცდომას ელოდა. არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ მე ვამბობ, რომ მეტოქეს არაფერში ჩამოვრჩებოდით.

ტრანსფერებზე ვერაფერს გეტყვით. ქვილითაია მიდის, გელაშვილი კი იმ ფეხბურთს თამაშობს, რაც შეუძლია. გუნდის ლეგიონერებს დრო სჭირდებათ. ვფიქრობ, მომავალში ისინი კლუბს აუცილებლად გააძლიერებენ. დღეს კი გულდაწყვეტილი ვარ, რადგან სწრაფი გოლის გამო თამაში ვეღარ ავაწყეთ.

პირველ 6 წუთში რენემ ორი შეცდომა დაუშვა, რაც არ ვიცი, რისი ბრალია. ამისულაშვილი და ლობჟანიძე ნაკრების წევრები არიან და ორივემ კარგად ითამაშა. გუნდს 20 ფეხბურთელი ჰყავს და მომავალში ყველას თავისი შანსი მიეცემა.

"დინამოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, ანუ დეკემბრამდე მაქვს. შესაძლოა, გუნდის პრეზიდენტმა მადლობა გადამიხადოს და დამემშვიდობოს, ეს არავინ იცის, მაგრამ ვფიქრობ, გუნდი კარგად ვარჯიშობს, კარგ ფორმაშია, ვითარდება და გასათვალისწინებელია, თუ ვინ იყო ჩვენი მეტოქე. ვნახოთ, რა იქნება. ეგროპის ლიგის პლეი-ოფში რთული გუნდებია, შანსებს ვიტოვებთ", - განაცხადა იარაბეკმა.

ევროპის ლიგის პლეი-ოფში თავისი მეტოქის შესახებ თბილისელები პარასკევს, 5 აგვისტოს შეიტყობენ.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ზაგრები გვკარნახობდა თამაშის მსვლელობას, თან ორივე შეხვედრაში, ამ შემადგენლობით ალაშკერტი ძვლივს გააგდეს და რისი იმედი უნდა ქონოდა ამ "გენიოსს"??? ხალხის მოტყუებას ჯობია მეტოქე ფეხბურთელების მოტყუება ისწავლოთ!!!
გულშემატკივარი
23:43 02-08-2016
0
მართალია,თენგო რენე სასწრაფოდ ნაკრებში,თორემ შეიძლება სომხებმა აგვაცალონ, ეს ბრილიანტი ხელიდან.
სოსო
00:24 03-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული