ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა: თბილისის "დინამომ" კარს ყველაზე მეტჯერ ააცილა

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის მეორე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპების სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, სადაც თბილისის "დინამოც" ფიგურირებს.

საქართველოს საუკეთესო გუნდმა ევროტურნირზე ჩატარებულ 4 მატჩში მეტოქეთა კარისკენ, ჯამში, 66-ჯერ დაარტყა. ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს შორის ეს მეოთხე მაჩვენებელია, საუკეთესო კი შოტლანდიური "სელტიკია" - 73 მცდელობით.

თბილისის "დინამო" პირველია კარს მიღმა დარტყმებით. იურაი იარაბეკის შეგირდებმა ერევნის "ალაშკერტთან" და ზაგრების "დინამოსთან" მატჩებში, ჯამში, არაზუსტად 41-ჯერ დაარტყეს. ამ მხრივ, გამორჩეული ვახტანგ ჭანტურიშვილი ყოფილა - 8 დარტყმა.

რაც შეეხება "დინამოს" სხვა მაჩვენებლებს, თითო თამაშში თბილისელთა
კარისკენ დარტყმების რაოდენობა საშუალოდ 16,5 შეადგენს. კარის ჩარჩოში თბილისელებმა 15-ჯერ დაარტყეს, 41 დარტყმული კარს ასცდა, 10 - დაიბლოკა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში ანგარიშით 0:3 დამარცხდა ზაგრების "დინამოსთან" და ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
არაა ეგრე.საშუალო ევროპელის შემოსავალი მაქსიმუმ 2000 ევროა და ბილეთში თუ 20 ევროს იხდის არაა ეგ ფეხბურთშიცოტაეგ ჩვენი ფასებით 10 ლარს მაინც უდრის.ე.ი.იქ ფეხბურთში ფულს იხდიან და კიდეც აქვთ!!!!!!
gia
05 აგვისტო 2016 19:34
0
იმის სტატისტიკა არ არის ყველა საჯარიმო დარტყმა რომ კედელს გაარტყეს. აბსოლიტურად ყველა მათ შორის სასაცილოა მაგრამ ერთი კაცი იდგა კედელში და მასაც ვერ ააცილეს ბურთი.
vano
04 აგვისტო 2016 23:46
0
ხოდა შემოსავლებით თუ ედრები, რამდენსაც ვიხდით ბილეთებში, ისეთ ფეხბურთს ვღებულობთ. მეტის პრეტენზია ნუ გექნებათ, კარგი გუნდები იმათ ეყოლებათ, ვისაც შემოსავალი აქვთ.
Vato-s-s
04 აგვისტო 2016 22:11
0
სწორედ ეგაა დინამოს პრობლემა არ ყავს მეგოლე!!!
gia
04 აგვისტო 2016 20:34
0
ებროპაში გულშემატკივარი თუ 20 ეუროს იხდის ბილეთში ის 20 შემოსავლიდან გამომდინარე 2 ლარს უდრის. მეორეს მხრივ იქ ფეხბურთელები და გუნდის მენეჯმენტი პროფესიონალები არიან და არა ერთი რუსული ცეხავიკის საკუთრებაა, რომელიც ევროპის წინ გუნდს შლის და ახლიდან აწყობს!
Vato-s
04 აგვისტო 2016 20:15
0
რუსული დ შორს ,,გააფრენს" დინამოს

ქართველებს დამწერლობა არ გვაქვს ? ერთი ემბლემა რა გახდა ?
giga
04 აგვისტო 2016 19:47
0
გუნდებს მხოლოდ გულშიმატკივრების ერთგულება გააძლიერებს, იმ ევროპულ გუნდებს რომ ედრებით, ფულით კი არა გულშემატკივრობით შეედარეთ, თქვენ გუნდი გინდათ ხოლოდ მაშინ როცა იგებს, ასე არ არის! გუნდს მაშინ სჭირდება ხოლმე მხარდაჭერა, როცა უჭირს, პრემიერლიგიდან ან სერია ა დან გავარდნილი გუნდის გულშემატკივრები აღარ დადიან სტადიონზე? დადიან კიდეც და თითო მატჩზე ბილეთში 20 ევროსაც იხდიან, მაისურებსაც ყიდულობენ კიდე მხარდაჭერის გამოსახატად! სანამ თითო გუნდს 1000 გულშემატკივარი მაინც არ მოუგროვდება, რომელიც წელიწადში 100 ლარს მაინც დახარჯავს თავის გუნდზე, მანამდე არაფერი გვეშველება!!!
Vato
04 აგვისტო 2016 18:07
0
ლევანს-ს. ბოდიში, მაგრამ ზღაპრებს ყვები მეგობარო, ზძაპრებს. შენი ლოგიკით გამოდის, რომ თუ ფიფია თავის გუნდში ჩადებს 50 მილიონს, ნახევარს თვითონ შეჭამს? თუ რა გინდა რომ თქვა? 50 მილიონიანი ბიუჯეტი თუ ექნება დინამოს,ეს ბუნებრივია კარგი იქნება, შესაბამისი კლასის ფეხბურთელებსაც შეიძენს და შედეგიც შესაბამისი ექნება, მაგრამ ძალიან დიდ წარმატებაზე (ფინალი ან სულაც მოგება)ამ შემთხვევაშიც არ არ შეიძლება საუბარი. რაზეა საუბარი, როცა სულ ახლახან იაგუანი, თუ არ ვცდები 90 მილიონად გაიყიდა, პოლ პობგააში კი 110 მილიონს იხდის მანჩესტერი. ასე რომ...ჩვენ სად ვბანაობთ ნეტავ...
guga
04 აგვისტო 2016 17:38
0
საქართველოში ფეხბურთი უნდა აიკრძალოს რატო მიგვიყვანეს სტადიონზე ამისტვის გვეპატიჟებოდენ?ნეტა თუ არ გცხვენიათ სანამ რეალურად და შესაძლებლობების მიხედვით არ აარჩევთ ფეხბურთელებს და სანამ მიყვანილს დარეკილს იმისიანს ამისიანს არ მოეშვებით ფეხბურთს არაფერი ეშველება საქართველოში
goga
04 აგვისტო 2016 17:11
0
ჩემო ბაჩო, კარში დარტყმა ბავშვობისას უნდა ესწავლებინათ, მაგრამ ვინც კარში ურტყამდა და ნიჭი–პერსპექტივა გააჩნდა, ის ბავშვი ჩაიძირა უსახსრობის გამო...
ბაჩოს
04 აგვისტო 2016 16:38
0

სიახლეები პოპულარული