როგორც ჩაგვახედა სარკეში პაოკ-მა 17 წლის წინ [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფში თბილისის "დინამოს" მეტოქე ბერძნული პაოკ-ია. ფეხბურთის ახალგაზრდა ფანებს ალბათ, არ ახსოვთ, რომ ეს ამ კლუბის პირველი ვიზიტი არ იქნება თბილისში.

წლები გადის და ჩვენ გამუდმებით ვჩივით, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის დონე დაბლა იწევს. ფეხბურთელებს კლასი არ ჰყოფნით, კლუბები კი უსუსურად თამაშობენ ევროთასებზე.

ხშირად გვწამს, რომ ამაში დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციაა და ხელს საფეხბურთო ჩინოვნიკებისკენ ვიშვერთ ხოლმე, იქნება ეს ახალკაცის ფედერაცია, ჟორდანიასი, ახალკაც ჯუნიორის, სიჭინავასი თუ კობიაშვილის.

მაგრამ მწარე სიმართლე ის არის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რაც ქართული კლუბები
ევროთასებზე გავიდნენ, ჩვენ არასოდეს გვყოლია თუნდაც საშუალო ან სუსტი ევროპული კლუბები. ჩვენი ევროთასების ისტორია მუდმივი იმედგაცრუებებია, ერთეულ გამონათებებს თუ არ ჩავთვლით.

არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი მიღწევა 2004 წლის უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გია გეგუჩაძის "დინამოს" გასვლა და იქ შერცხვენა იყო.

შერცხვენები? რამდენიც გინდათ და ერთ-ერთი სწორედ "დინამოს" მომავალ მეტოქე პაოკ-თან მოხდა - 1999 წელს უეფას თასის I რაუნდში ("ლოკომოტივი" საკვალიფიკაციოში "ლინფილდს" გასცდა) თბილისის "ლოკომოტივი" პაოკ-ს შეხვდა.

თბილისში სტადიონს იმედგაცრუებულები და შეურაცხყოფილები ვტოვებდით, სტუმართა გუნდმა 7:0 (!) მოგვიგო. სხვათა შორის, ეს გამარჯვება პაოკ-ის ისტორიაში სარეკორდოა დღესაც ევროთასებზე. ორი მატჩის ჯამში კი ბერძნულმა კლუბმა 9:0 მოიგო.

ვრიზასმა, ფრუსოსმა და გეორგადისმა მაშინ დავით ასლანაძის კარში ორ-ორი გოლი გაიტანეს. არადა, რომ ვიხსენებთ, თითქოს, კარგი ფეხბურთელებიც ჰყავდა "ლოკომოტივს", კახა გოგიჩაიშვილი მაგალითად, ქებაძე, ჩიხრაძე...

ლოკომოტივი-პაოკ 0:7 (1999 წ.)
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჰოდა ეხლაც ჩავისვრით.
status quo
06 აგვისტო 2016 20:58
0
მუდამ იმედგაცრუებები მაგარი იყო )). ევროთასი თუ არ მოიგე, თავისთავად ვიღაც გამოგაგდებს, და მოიცა, ვინმეს თასის მოგების იმედი აქვს, თუ რას გულისხმობს ავტორი ამ მუდმივ იმდგაცრუებებში? რა შედეგია ავტორ თქვენთვის იმედის მომცემი? ))
Kote
06 აგვისტო 2016 09:36
0
ომარ თეთრაძე თამაშობდა მაშინ პაოკში რატო არავინ ახსენა დ
ვილკპ
06 აგვისტო 2016 03:30
0
ნუ ზაგრებთან როგორც ითამაშეს კიდევ ჩაგახედავენ :D
ika
06 აგვისტო 2016 00:57
0
....-ს 9-0-ს უგებდა, :D :D :D :D შენ იუმორშიიიი. 9-ით ნოლს არა 90-ით ნოლს
managa
05 აგვისტო 2016 23:03
0
დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველლაზე დიდი მიღწევა თბილისის დინამოს მეთექვსმეტედფინალში გასვლაა(უეფაზე), 1996 წლის შემოდგომაზე (თვალწინ მიდგას ჯამარაულის გოლი საჯარიმოდან მოსკოვის "ტორპედოს" კარში). 2004 წელსაც იყო დიდი მიღწევა, თუმცა ის ჯგუფური ტურნირი 1|32 ფინალს უდრიდა - იქიდან ხომ მეთექვსმეტედფინალში უნდა გავსულიყავით (და ვერ გავედით).
Temo
05 აგვისტო 2016 22:51
0
17 წლის უკან მილანი ბარსელონას და რეალს ერთად 9-0 უგებდა მარა ეხლა ვეღარ ეთამაშება!
....
05 აგვისტო 2016 19:56
0
ის უფრო მაგრად ტეხავს რომ გერბი არ ქონდა მაშინ ლოკომოტივს (რატომღაც) არც მაისურზე და არც ვიდეოტიტრებში... (ბურთით არის ჩანაცვლებული) რა უბედურებაა ვერ გავიგე - თან ტრანსლიაცია დინამოდან იყო და თან 1999/2000 წლების ევროსეზონი იყო - სირცხვილია...
AVTO
05 აგვისტო 2016 19:05
0

სიახლეები პოპულარული