Sportall.ge და "ლელო" გიორგი ლორიას მამის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ

AutoSharing Option
მეუღლე მარი ლორია, შვილები ნინო და გიორგი ლორიები, რძალი სალომე კოპალიანი, შვილიშვილები სანდრო ხაბაძე და სალომე ლორია, დები ლალი და მაია ლორიები, მამიდა დოდო ლორია და ნათესავები მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა კინორეჟისორი, უაღრესად კეთილშობილი, გონიერი ადამიანი, სიკეთით და სითბოთი სავსე მეგობარი, საუკეთესო მამა, მეუღლე და ბაბუა - ნუგზარ ლორია.

წავიდა და დატოვა შეუხორცებელი ტკივილი. მაგრამ ამაყი მიდის იმ ქვეყნად, რადგან ქვეყანას დაუტოვა იუმორითა და ნიჭის ბეჭედდასმული შემოქმედება კინოხელოვნებაში და საამაყო შვილი, მეკარე გიორგი ლორია.

რაც მთავარია, დატოვა დიდი სიყვარული მათ
გულებში, ვინც ამ გოლიათ და ბავშვივით კეთილ კაცს იცნობდა. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული.

გაზეთი "ლელო" და Sportall.ge მწუხარებას გამოთქვამენ გიორგი ლორიას მამის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს.

ინფორმაცია:
პანაშვიდები 14-15 აგვისტოს, 15:00 საათიდან;
დაკრძალვა 16 აგვისტოს, 14:00 საათზე;
მისამართი: დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, 29-ე კორპუსი, II სადარბაზო, 1 სართული, ბინა 17.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთმა აცხონოს მისი კეთილი სული ! მოსიარულე სიკეთე იყო
კახაბერი
21:18 14-08-2016
0
ღმერთმა აცხონოს მისი კეთილი სული ! მოსიარულე სიკეთე იყო
კახაბერი
21:18 14-08-2016
0

სიახლეები პოპულარული