ტრანსფერი არ იქნება - თბილისის "დინამო" პაოკ-თან უფორვარდოდ ითამაშებს?

AutoSharing Option
როგორც ჩანს, 18 აგვისტოს, თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს "დინამო არენაზე" ბერძნული პაოკ-ის წინააღმდეგ ნომინალური ფორვარდის გარეშე ჩაატარებს.

მოგეხსენებათ, "დინამო" რამდენიმე დღის წინ ორმა თავდამსხმელმა დატოვა - ჯერ ვენის "რაპიდში" გიორგი ქვილითაია წავიდა, შემდეგ კი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი ნიკოლოზ გელაშვილთან გაწყდა.

როგორც შევიტყვეთ, კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში ფორვარდით გაძლიერებას არ გეგმავს, გუნდის მესამე ფორვარდი ლადო დვალიშვილი კი ტრავმირებულია და პირველ მატჩს გამოტოვებს.

იურაი იარაბეკის გუნდში რჩება მხოლოდ ერთი ნომინალური თავდამსხმელი - 18 წლის ბექა მიქელთაძე, რომელსაც საეჭვოა,
მწვრთნელმა ნდობა გამოუცხადოს. მიქელთაძეს ევროთასებზე არცერთი წუთი უთამაშია.

დვალიშვილის გარდა, ტრავმების გამო პირველ შეხვედრას სტეფან ველევი და მატია შპიჩიჩიც გამოტოვებენ.

ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" 18 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 32 /
"პაოკთან" მოგებას არავინ გთხოვთ, არ შეგიძლიათ, მაგრამ ტემპს თუ არ მოუმატებთ ისეთ სტვენას ავტეხავთ მაინც გაიძულებთ სირბილს.
გუჯა კახაძე
18:52 15-08-2016
0
რა ვუყო რომ დინამო და ქართული ფეხბურთი ჩემი სისუსტეა! მივალ და ისევ ვუქომაგებ, მაგრამ ბატონ რომანს მინდა ვუთხრა, რა გახდა ერთი ნამდვილი დინამოს გაკეთება! წესიერი სელექციონერები, წესიერი ფეხბურთზე შეყვარებული ჭკვიანი ხელმძღვანელები და იქნებ რაღაც გამოვიდეს! ლევან სალუქვქაძის, ჯიშკარიანების და მიხეილ ხუციშვილის გაკეთებული საქმე სად გაგონილა!
ვალერი
18:58 15-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული