სპორტი და პოლიტიკა: "ქართული ოცნება" სპორტსმენებით შეუტევს

AutoSharing Option
გუშინ, 15 აგვისტოს, მთაწმინდის პარკში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატებს შორის პრემიერმა რამდენიმე ცნობილი სპორტული სახე წარადგინა.

ორი მათგანი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრია - ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი (გლდანი, 21-ე ოლქი) და მიხეილ ყაველაშვილი (ნაძალადევი, მე-18 ოლქი).

წლებია, რაც ყაველაშვილი საფეხბურთო ოპოზიციაშია და ამან ეტყობა, პოლიტიკური აქტივობისკენაც უბიძგა. თავად აქვს ნათქვამი, რომ ორი წლის განმავლობაში, სანამ ხელისუფლებაში კოალიცია "ქართული ოცნება" მოვიდოდა, დაჭერით ემუქრებოდნენ და ამის გამო საქართველოში ჩამოსვლას ერიდებოდა.

მაჟორიტარ კანდიდატებს შორის
არიან რაგბის კავშირის ერთ-ერთი პირველი პრეზიდენტი და დღევანდელი წარმატებებისთვის საფუძვლის ჩამყრელი - ბიძინა გეგიძე (ვაკე, მე-2 ოლქი) და ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე (ისანი, მე-8 ოლქი).

სამგორის მე-13 ოლქში კი კენჭს ოლიმპიური ჩემპიონი, ორგზის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელებული შოთა ხაბარელი იყრის.

მათი პარლამენტში მოხვედრა იმის გარანტია იქნება, რომ სპორტულ სამყაროს სერიოზული ლობისტები ეყოლება და იმედია, სპორტული ობიექტები არა მხოლოდ დაცული იქნება, არამედ ახალი ცენტრები აშენდება და სპორტის განვითარებისთვის აუცილებელი კანონების მიღებასაც ხელს შეუწყობენ.

კითხვებიც დაისვა - რამდენად კანონიერია, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიის სახელით იყრის კენჭს? მაგრამ ამაში კანონდარღვევა არაფერია - ლევან კობიაშვილი საზოგადოებრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და კანონი მას არჩევნებში მონაწილეობას არ უკრძალავს, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში კი სფფ-ის პრეზიდენტის პოსტზე დარჩენაც შეეძლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
Bედკრულო საქარტველო საიტ მიექანები.
GOGA
08:33 17-08-2016
0
სამარცხვინო ხმას მისცემს გონებაცჰლუნგები ალბატ მარტო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული