"ვრჩები სფფ-ს პრეზიდენტად და იგივე ტემპით ვაგრძელებ პროექტების განხორციელებას"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ სფფ-ს პრეზიდენტი გლდანის მაჟორიტარად იყრის კენჭს. "ქართულმა ოცნებამ" კობიაშვილი კანდიდატად ოფიციალურად გუშინ წარადგინა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით. როგორც იცით, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ნდობისთვის და აღვნიშნო, რომ ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად სასიამოვნოა, როდესაც იმ უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხარ, სადაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა გაქვს გატარებული. მინდა გლდანის მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჩემი სახით თქვენ გყავთ ისეთი
კანდიდატი, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია.

საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აუცილებლად შევხვდები ყველა თქვენგანს, მოვისმენ თქვენს აზრს, გავეცნობი თქვენს პრობლემებს და ერთად დავსახავთ სამოქმედო გეგმას, რომელიც გლდანის მოსახლეობის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს, რადგან ჩემი უმთავრესი მისიაა - ვიყო თქვენი ხმა, გლდანელების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს მოემსახურება და დარწმუნებული ვარ, ერთად დავძლევთ იმ პრობლემებს, რაც გლდანის მოსახლეობას აქვს.

აქვე მინდა გამოვეხმაურო აქტუალურ საკითხს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჩემი პრეზიდენტად დარჩენის თაობაზე.

ვრჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იგივე ტემპით, იგივე რეჟიმში გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დიდი ცვლილებების მისაღწევად, რაც მე და ჩემმა გუნდმა დავისახეთ მიზნად. სწორედ განხორციელებული პროექტები, ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯები იქნება ჩემი და ჩემი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება.

მინდა, მივმართო თითოეულ ადამიანს, საფეხბურთო სამყაროს ყველა წევრს და გულშემატკივარს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩემი ხელმძღვანელობით გააგრძელებს წინსვლას, იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ქართული ფეხბურთის განვითარება ჰქვია", - ნათქვამია განხცადებაში.
მკითხველის კომენტარები / 35 /
რა გინდა პოლიტიკაში ბიჯოო,რად კარგავ საკუთარ სახეს და რად აძულებ ქართველ ხალხს თავს,იყავი რა ის ვინც იყავი
ბაჩო გ
17 აგვისტო 2016 15:04
0
მაგრად აურიე კობი
Gio
17 აგვისტო 2016 15:00
0
რა გინდა პოლიტიკაში ბიჯოო,რად კარგავ საკუთარ სახეს და რად აძულებ ქართველ ხალხს თავს,იყავი რა ის ვინც იყავი
ბაჩო გ
17 აგვისტო 2016 14:55
0
"ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო"ამ კაცზეა ნათქვამი.სირცხვილია ხალხო.ჯერ ხომ ფეხბურთში აგვაშენა და აღვიმაღლა მდგომარეობა.საათივით აგვაწყო.ახლა გლდანს ააშენებს.ვის გაუგია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა და დეპუტატობა ერთად?რა ხდება?კაცმა ერთი საქმე უნდა აკეთოს კაცურად და ღირსეულად.ორივეს მომგვარებელია ეგ.ღმერთმაც ქნას.სამწუხაროდ ქართული ფეხბურთის წინსვლის და განვითარების საქმე დიდი ხანია თაროზეა შემოდებული და დამტვერილი.არვის ახსენდება.მხოლოდ საკუთარი ინტერებტს ხალხი მოდის.ასეა ეს და ასე იქნება მანამ სანამ პატრიოტი ფეხბურთის განვითარების მოყვარული რეალური კაცი არ მოვა. ეჰ ვწუხვარ რომ რომ ნაკრებშიც არიე საქმე
ჯვარშე
17 აგვისტო 2016 13:23
0
ორ სკამზე ჯდომა არ გამოუვა, უბრალოდ იმედი არ აქვს რომ არჩევნებს მოიგებს და პრეზიდენტობა რომ დათმოს, მთლად მშიერი ხომ არ დარჩება, რაც იყო, ახსოვს ჯერ კიდევ
zviadi
17 აგვისტო 2016 13:09
0
ეჟვანსაც შეაბამს მალე ამას კალაძე
giga
17 აგვისტო 2016 13:05
0
status quo
11:13 17-08-2016
დამეკარგა წარმოდგენა ამ ბიჭზე...

მაგ ადრე უნდა დაგმართნოდა როცა პირველი სამი ტყუილი თქვა :)
აწი გვიანაა.


კობის ახლა ორმაგი ხელფასი ექნება სფფ-შიც და პარალმენტშიც :) ანუ ისიც ოცნებაახდენილი გახდება :)
Jango
17 აგვისტო 2016 12:16
0
თურმე დეპუტატს უამრავი საქმე ქონია. თურმე ფედერაციის პრეზიდენტი 24 საათი უნდა მუშაობდეს. ვაი თქვენს პატრონს. ძაღლებზე სანადიროდ რომ წახვალთ, არ გამომაპაროთ. მე უბრალო მიზეზი მგონია, უბრალოდ თქვენ ნაცების მხარდამჭერები ხართ. ჰოდა რაც ნაცებმა გაუკეთეს ჩვენ ფეხბურთს, იმაზე უარესს თემურიე ლენგი ვაერ გააკეთებდა.
mecineba
17 აგვისტო 2016 12:07
0
ამას წარმოდგენა არ აქვს დეპუტატობა რამდენად შრომატევადი საქმეა. ვერც ფედერაციაში იმუშავებს სრულყოფილად და ვერც პარლამენტში. თუ პარლამენტის წევრობა უნდა, ფედერაციიდან უნდა წავიდეს...
ლაშა
17 აგვისტო 2016 11:35
0
დამეკარგა წარმოდგენა ამ ბიჭზე...
status quo
17 აგვისტო 2016 11:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული