პაოკ-ი-დინამო 2:0 - ცვლილებების იმედად დასრულებული ევროასპარეზი...

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" დღეს, 25 აგვისტოს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ადგილობრივი პაოკ-ის წინააღმდეგ ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი გამართა.

თბილისში განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ, თბილისელები დღეს სტუმრადაც დამარცხდნენ. ანგარიში უკვე მატჩის მე-5 წუთზე მენდეს როდრიგესმა გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე დინამოელთა კარში გიორგოს ტზაველასის გოლიც მოყვა - 2:0.

ამჯერად, "დინამოსთვის" და ზოგადად, ქართული კლუბებისთვის, წელს ევროასპარეზზე გამოსვლა წარუმატებლად დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გორის "დილა", საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია" ევროპალიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ, "დინამომ" კი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის "ალაშკერტს"
სძლია, შემდეგ კი ჯერ ზაგრების "დინამოსთან" დამარცხდა, ახლა კი პაოკ-თანაც.
მკითხველის კომენტარები / 27 /
FEDERACIA RA SHUASHIA KERZO KLUBTAN?TvITON MEPATRONEM MOAGVAROS TAVISI KLUBIS PROBLEMEBI.IARABEKI KI GAUSHVA BATONMA ROMANMA MAGRAM GVANCELADZE USHVELIS DIAMOS?ARA MGONIA.GVANCELADZE BAVSHVEBTAN MUSHAOBDA DA BAVSHVEBI SUL SXVAA.DIDI GUNDI KI SXVA.TUMCA IATABEKS JOBIA.
Goga
26 აგვისტო 2016 10:17
0
დინამო გადასულია ჰოლანდიურ მოდელზე-აიაქსმა გააკაეთა ასე,1995 ჩემპიონთა ლიგა მოიგო და იმის შემდეგ მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვაზეა ორიენტირებული-ევროთასები აღარ აინტერესებს-მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატი,სადაც დონეც მაღალია და ტრიბუნებიც ივსება.ჩვენთან არც დონეა მაღალი,არც ტრიბუნები ივსება და მიდის თამაშების ყიდვა-გაყიდვა,რაც კარგი შემოსავალია, ფეხბურთელების გაყიდვასთან ერთად.
სამხრეთი ტრიბუნა
26 აგვისტო 2016 10:12
0
როდის უნდა მიხვდენ, რომ ქართულ კლუბების სპორტული მენეჯერები და დირექტორები წველიან გუნდებს. დააყენეთ ამ მართლაც საცოდავ დინამოში უცხოელი, რომელიც მართლაც კარგ ტრანსფერებს მოიზიდავს. მარტო მწვრთნელის ცვლით და ფეხბურთელების დამატებით გინდა ფიფია 2 კვირით ადრე ევროტურნირებზე გასვლა? შენ მაგარი აზარტული ყოფილხარ, თავი კაზინოში ხომ არ გგონია, 3-4 ფეხბურთელის დამატებით 2 კვირით ადრე ევროტურნირების და ჯგუფურში გასვლის იმედები, ჯეკპოტის მოგება გდომებია.
ტყეშელაანთ გიჟი
26 აგვისტო 2016 10:02
0
tigimani

ცეცაძემ სამჯერ ჩავარდა და დაეცა სასტიკად,მას მეტი პატიება არა აქვს:
1) როცა ჩემპიონატის ბოლო ტური, როდესაც ვიცე ჩემპიონის მედლები უნდა ჩამოეკიდათ,ჩაატარეს საშინელი თამაშით,მაყურებელი იფურთხებოდა გამწარებული და საშინაო ბოლო მატჩი წააგეს . ეს არაა პროფესიონალი მწვრთნელის საქციელი,ეს მისი მაგარის სისუსტეა
2) როდესაც მსოფლიო ფეხბურთში რევოლუცია მოინდომეს მათმა და აზერბაიჯანში გუნდი სრულიად მოშლილი და დეზორგანიზებული გაიყვანეს (უჩვეულო ტაქტიკას ვუჩვენებთო),თავზე კი კარლო კალაძე ადგა.სამტრედიას არაფერი სჭირდა გაბალასთან 5-1 წასაგები,ესეც მწვრთნელი სინდისზე და კისერზეა, თორემ დღეს გაბალა კი არა სამტრედია იქნებოდა ჯგუფურზე.

3) ბოლო მატჩი საბურთალოსთან როცა მოგებული 2-0 მატჩი გაანიავეს და სასტიკად გაირთულეს საქმე ჯგუფში 1-ლ ადგილზე გსვლისათვის.

ბურთი მრგვალია და ყველა მატჩს ვერ მოიგებ,მაგრამ იქ სადაც უპატიებელი და აშკარა შეცდომებია, იმათზე პასუხი უნდა აგოს მწვრთნელმაც და კლუბის მენეჯმენტმაც.

ცეცაძეს ბოლო შანსი და ბოლო გაფრთხილება
jango
26 აგვისტო 2016 09:58
0
სამარცხვინოებო
lali
26 აგვისტო 2016 09:50
0
მანამ სანა იარსებებს თაღლითური სისტემით ფულის გათეთრება საქართველოში ფეხბურთს არა ეშველება რა
rossi
26 აგვისტო 2016 09:48
0
აღარ დადოთ რა ქართულ ფეხბურთზე ინფორმაცია სირცხვილია... ოლიმპიელების მერე აეროპორტში როგორ უნდა გამოიაროთ ნამუსი რომ გქონდეთ ერთად დაიხრჩობდით ზგვაში თავს
912
26 აგვისტო 2016 09:40
0
კრიზისი უფრო ღრმაა ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. საფეხბურთო პოლიტიკა და ფილოსოფიაა მთლიანად შესაცვლელი. ამას ძალიან ჭკვიანი და საქმეში ჩახედული პიროვნება სჭირდება. დაიხარჯება ის 250 მილიონიღომელიც მთავრობამ გამოყო ფეხბურთის ასაღორძიენებლად) და შედეგი მაინც არ იქნება. ჯერ ჩემპიონატი და ბავშვთა ფეხბურთი უნდა გაძლიერდეს, მხოლოდ ამის მერე გვექნება შედეგი. ამას კი მინიმუმ 5 წელი მაინც უნდა, თორემ ერთ წელიწადში გუნდის გაკეთება ზღაპარია. მარტო დინამოში დახაჯული თანხები კი გაზაფXულს ვერ მოიტანს.
gia
26 აგვისტო 2016 09:38
0
ხალხო, ერში გამოწყდა ერთი კომპეტენტური ადამიანი რომელიც გუნდს უხელმძღვანელებს?!
აფსუს, ცხონებული ნოდარ ახალკაცი! შეისწავლეთ სპეციალისტებმა მისი მეთოდები, იქნებ რამე უშველოთ ქართულ ფეხბურთს!
მანჩო
26 აგვისტო 2016 09:29
0
Ramdeni celia erti da igive meordeba,52 clisa var da ukve 30 celze metia velodebi nakrebis.dinamosi an sxva nebismieri kartuli gundis.movescrebi ki?nutu am 5-6 uknara legionerebis nacvlad ar sheidzleba 2 dzlieri tavdamsxmlis kidva.isetebis karabaxs,gabalas da astanas rom kavs.tu ar sheudzlia Fifias sheeshvas da sxas dautmos gza
bichiko
26 აგვისტო 2016 09:09
0

სიახლეები პოპულარული