მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საფეხბურთო განათლების სასერთიფიკატო პროგრამას - "სფფ-ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" იწყებს.
აღნიშნული პროგრამა უეფას შესაბამისი სასერთიფიკატო კურსის ქართული ანალოგია და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საფეხბურთო სფეროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას.