ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ "დინამოს" ბაზის სავარჯიშო მოედნებზე, წამოიჭიმება 16-სართულიანი კორპუსი. ამის გამო, "დინამოს" ბაზის მინდვრები სავარჯიშოდ გამოუსადეგარი გახდება და ფეხბურთელებისთვის ბაზა აღარ იარსებებს.
წყაროს ცნობითვე, ინვესტორები ჩეხები არიან და თბილისის "დინამოს" მათთან მოლაპარაკებებიც წარუმართავს ტერიტორიის შესყიდვაზე, თუმცა... უშედეგოდ.
როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ეს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და ჩეხ ინვესტორებზე გაიყიდა. აქვე გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს.