მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჰოლანდიისა და საფრანგეთის 19-წლამდელთა შეხვედრა ჩატარდა.
თამაში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. თავიდან დაწინაურება ჰოლანდიელებმა შეძლეს, შემდეგ კი ფრანგებმა მცველის შეცდომით ისარგებლეს და ანგარიში გაათანაბრეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.