საფრთხე, რომელმაც საფეხბურთო სამყარო და ქალაქის მოსახლეობა უნდა გააერთიანოს

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში წამოწყებული გაუთავებელი მშენებლობების ფონზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქალაქის გამწვანება, კეთილმოწყობა, სხვადასხვა სკვერისა თუ სპორტული მოედნის გაწყობა. ამ მხრივ, თითქოს, უკეთესობაც შეიმჩნევა და სახელმწიფოს პოლიტიკა შედარებით ლიბერალური გახდა, უკანასკნელ ხანს სტადიონების განადგურება თითქოს შეჩერდა და პირიქით, სპორტული ნაგებობების მოწყობა-აშენებაზე სერიოზული აქცენტიც გაკეთდა.

მით უფრო საკვირველი და შემაშფოთებელია ამბავი, რომელიც ბოლო დღეებში გავრცელდა საზოგადოებაში. "დინამოს" ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზის მიმდებარედ სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მომავალში ხელს შეუშლის ბაზის სრულყოფილად ფუნქციონირებას, ბაზისა, რომლის მოედნებზეც წლების განმავლობაში უამრავ
სახელოვან ქართველ ფეხბურთელს უცხოვრია, უვარჯიშია, დაოსტატებულა... ეს ლეგენდარული სპორტსმენები და პიროვნებები დღემდე ითვლებიან საქართველოში გამორჩეულ და სათაყვანებელ ადამიანებად.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი აქცია გამართეს "დინამო თბილისის" გულშემატკივრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეების მოთხოვნით, მშენებლობა უნდა შეჩერდეს, რადგან ამ ადგილზე კორპუსის არსებობა ბაზას დააკარგვინებს რეალურ ფუნქციას, დაარღვევს ფეხბურთელთა დასვენებისა თუ საწვრთნელი პროცესისთვის აუცილებელ სიმყუდროვესა და მიკროკლიმატს.

გარდა ამისა, აბსოლუტურად მოსპობს მომავალში "დინამოს" ბაზის გაფართოების პერსპექტივას. კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ, არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, შეისყიდოს აღნიშნული ტერიტორია, ააშენოს იქ თანამედროვე ტიპის სტადიონი და მიმდებარე ტერიტორია სკვერითაც დაამშვენოს.

იმედია, ქალაქ თბილისის მერია, საკრებულო და ის თანამდებობის პირები, რომელთაც ხელეწიფებათ აღნიშნული პრობლემის საერთო საქმისთვის სასიკეთოდ მოგვარება, მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაითვალისწინებს არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ მორალურ ფაქტორებსაც.

ადამიანური თვალსაზრისით მიუდგებიან საკითხს და ისტორიის, ადგილობრივი მოსახლეობის, გულშემატკივრებისა და მომალი თაობისთვის სასარგებლო ვერდიქტს გამოიტანენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
შეაჩერეთ სანამ დროა.
გიგა
11:56 14-11-2016
0
დაანონსეთ საპროტესტო აქცია და მოვდივარ
giorgi
12:00 14-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული