თბილისის "დინამოს" აკადემია, რომელიც ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს, ოფიციალურად 2013 წლის 7 ივლისიდან ამოქმედდა. აკადემია "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ძალისხმევით დაარსდა.
"დინამოს" აკადემია ჩემთვის შვილივითაა. ბავშვებს შვილებივით ვუვლი და მათ არაფერს მოვაკლებ. "დინამოს" აკადემია თავის სათქმელს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად იტყვის", - თქვა მაშინ ფიფიამ.
დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩა N62-ში მდებარე "დინამოს" აკადემია თავისი ინფრასტრუქტურით
დავინტერესდით, თუ როგორი პირობებია შექმნილი ბავშვებისთვის "დინამოს" სკოლასა და აკადემიაში. ინფორმაციის მოპოვებაში აკადემიის დირექტორი არჩილ კეკელია დაგვეხმარა.
აკადემია
აკადემია 8-იდან 19 წლამდე ფეხბურთელებს შესაბამის ასაკობრივ გუნდებში ამზადებს. გუნდები რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში. აქ ფეხბურთელებისთვის ყველაფერი უფასოა, 25 ბავშვი კი აკადემიაში ცხოვრობს. ეს ის ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, რომლებიც რეგიონიდან ჩამოვიდნენ და თბილისში საცხოვრებელი ადგილი არ აქვთ.აღსანიშნავია ისიც, რომ აკადემიის ფეხბურთელთა ნაწილს, ასაკისა და სათამაშო პოტენციალის მიხედვით, აკადემიაში სტიმულირებისთვის ხელფასი აქვთ დანიშნული.
ამასთან, აკადემიაში მიმდინარეობს სწავლება უცხო ენებში, მათემატიკაში, ფიზიკაში... ამაზე ხუთი მასწავლებელია გამოყოფილი.
აკადემიას აქვს სელექციის დეპერტამენტიც, რომლის სკაუტები, თემურ უგრეხელიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეძებენ ნიჭიერ ბავშვებს.
აკადემიის ცხოვრებაში დიდია თბილისის "დინამოს" მთავარი გუნდის მწვრთნელის ჩართულობაც. ვიაჩესლავ გროზნი ხშირად ესწრება სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის თამაშს, ხშირ შემთხვევაში კი მათთვის თავად ატარებს ვარჯიშს და ასე ნახულობს ფეხბურთელებს საქმეში. იმ ახალგაზრდა მოთამაშეს, რომელიც აკმაყოფილებს მწვრთნელის მოთხოვნებს და პერსპექტიულია, პირველი გუნდისკენ ეხსნება გზა.
ცნობისთვის, "დინამოს" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს აკადემიის 17-წლამდელთა ის გუნდი, რომელმაც ახლახან "შერიფის თასზე" მესამე ადგილი დაიკავა.
- U17. თბილისის "დინამომ" "ზენიტი" არ დაინდო [VIDEO]
აკადემიაში სულ 24 ადგილობრივი მწვრთნელი მუშაობს. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მათ ახლო მომავალში დაემატებათ ფიზმომზადების მწვრთნელი, ახალი წლიდან კი გუნდებთან ფსიქოლოგებიც იმუშავებენ.
სკოლა
სკოლა ფასიანია და ბავშვის მომზადება თვიურად 150 ლარი ღირს. ბავშვები მიიღებიან 7 წლის ასაკიდან, სწავლა კი 12 წლამდეა განსაზღვრული. სკოლის დასრულების შემდეგ ნორჩი ფეხბურთელები დიდ მოედანზე თამაშს იწყებენ და თავის წარმოჩენის შემთხვევაში, სპეციალური მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიაში გადადიან, სადაც უკვე სწავლება უფასოა.სკოლაში აღსაზრდელებს ვარჯიში კვირაში სამჯერ უტარდებათ. წვრთნის ხანგრძლივობა 90 წუთია, შაბათობით კი თამაშებია, რომლებსაც მშობლები ესწრებიან. მატჩები "დინამოს" აკადემიის მოედანზე 20:00 საათზე იწყება და მათთვის განათებაც ირთვება.
მწვრთნელები მშობლებს მათ შვილზე ხშირად ესაუბრებიან: უყვებიან მათ წარმატებზე, მონაცემებზე, ვინ როგორ იზრდება, როგორ ვითარდება და ა.შ.
წარმატებები
* 2016 წელს თბილისის "დინამოს" პირველ გუნდში აკადემიის 9 ფეხბურთელმა ითამაშა;
* საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებში ბევრი ფეხბურთელია, რომელიც "დინამოს" აკადემიის აღზრდილია;
* "დინამოს" აკადემიის ფეხბურთელთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ხვდება;
* 2016 წელს, მოლდოვაში მიმდინარე ტურნირზე "შერიფის თასი 2016", 17-წლამდელმა დინამოელებმა მესამე ადგილი დაიკავეს;
* გუნდები სისტემატურად იგებენ საქართველოს ჭაბუკთა ლიგებს.
* საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებში ბევრი ფეხბურთელია, რომელიც "დინამოს" აკადემიის აღზრდილია;
* "დინამოს" აკადემიის ფეხბურთელთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ხვდება;
* 2016 წელს, მოლდოვაში მიმდინარე ტურნირზე "შერიფის თასი 2016", 17-წლამდელმა დინამოელებმა მესამე ადგილი დაიკავეს;
* გუნდები სისტემატურად იგებენ საქართველოს ჭაბუკთა ლიგებს.