ამის შესახებ გაზეთი "ლელო" იუწყება.
საგანგებოდ ამ ტურნირისთვის ახალი ხალიჩა დაიგება. პირველში პრო 1 და პრო 2 ლიგების გუნდები ითამაშებენ, რადგან ზამთრის შესვენებაზე ტონუსი შეინარჩუნონ. თუმცა, მონაწილეობა სავალდებულო არ იქნება.
მეორე ტურნირი საერთაშორისო იქნება და მასში უცხოური ნაკრებები მიიწვიეს. ოღონდ მონაწილეები კლასიკური ფეხბურთის ვეტერანი ფეხბურთელები იქნებიან. ისევე, როგორც გერმანიაში, მას თბილისშიც
ცნობილი გახდა, რომ სფფ-მ მონაწილეობისთვის უეფას, თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის გუნდები მიიწვია, კიდევ ერთი გუნდის ვინაობა მალე დაზუსტდება. საინტერესოა, რომ უკრაინის ნაკრებს ანდრეი შევჩენკო უკაპიტნებს, ფინალზე კი უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი მოიწვიეს.
15 იანვარს ფინალს ჯერ ქართული ტურნირის მონაწილეები გამართავენ, მერე კი - საერთაშორისო ტურნირში გამოვლენილი საუკეთესოები.