...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში

AutoSharing Option
"ლელოში" გამოქვეყნებულ წერილს ("როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?") საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბათუმში აუშენებელი სტადიონის მშენებლობის თემა კვლავ აქტუალური გახდა...

- როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავარი ქალაქი 2006 წლის შემდეგ საფეხბურთო არენის გარეშეა დარჩენილი. ამ თემაზე არაერთხელ დაგვიწერია და ბევრს აღარ გავაგრძელებთ. თავიდან "დინამო" ბათუმის სხვა სტადიონზე თამაშობდა, მაგრამ როდესაც ეგრეთ წოდებული "ბეენზესა" და ადელის სტადიონებიც დაანგრიეს, "დინამო" ქობულეთის "ჩელე არენას" შეეხიზნა, ხოლო კლუბს, ხარჯებთან ერთად, პრობლემებიც
მოუმრავლდა.

ამის მიუხედავად, ევროპის ლიგაზე ჯერ შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილები გავიდნენ, ახლა კი ეს რთული ამოცანა ლევან ხომერიკის გუნდმაც გადაჭრა. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ გუნდს აუზში წყალს არ უსხამდნენ, მაგრამ ბათუმელებმა "ცურვა" მაინც ისწავლეს. ახლა წარმოიდგინეთ, გუნდი საკუთარ ქალაქსა და არენაზე რომ ითამაშებს, როგორ გაუმჯობესდება შედეგები?!

კიდევ ერთხელ დავინტერესდეთ - როდის ექნება ზღვისპირა ქალაქს სპორტული კომპლექსი?

ცნობილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და შპს "სტადიონს" 38 მილიონი ლარი გამოეყო - კომპანიამ ამ თანხით სტადიონი და საავადმყოფო უნდა ააშენოს. "აჭარა TV-სთან" ინტერვიუში ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ სტადიონის მშენებლობის დაწყების ვადა მალე გაირკვევა.

"სტადიონის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე გაეგზავნა. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი, მშენებლობაზე ტენდერი როდის გამოცხადდება", - ამბობს ბოლქვაძე.

ბოლო ცნობების თანახმად, ჩანაფიქრი ასეთია: სტადიონი მანქანათმშენებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე (ფართობი - 8 ჰექტარი) აშენდება და წმინდა საფეხბურთო არენა იქნება. ის 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას IV კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მანამდე კი ბათუმის "დინამო" ისევ უსტადიონოდ და უბაზოდ არის და ისღა დაგვრჩენია, ერთ-ერთი უძველესი კლუბის პრობლემების მოგვარების იმედი დავიტოვოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
იმედია სტადიონი ეღირსება ბათუმს!ტევადობაც ოპტიმალურია. გასათვალისწინებელი უნდა იყოს, რომ სტადიონზე საერთაშორისო მატჩების ჩატარების ყველა მოთხოვნა იქნება დაცული. ამასთან, სხვა ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობაც უნდა იყოს - ზაფხულის პერიოდში კონცერტების ჩასატარებლად.
მერაბი
22 ნოემბერი 2017 09:35
0
თუ ამ სტადიონს აშენება ეღირსება,კარგი იქნებოდა აკუსტიკაც გაითვალისწინონ.ბათუმში ბევრი კონცერტი იმართება და ტოპ მომღერლებმა შეიძლება მანდ იმღერონ,ასევე ფესტივალებიც.
სოსო
07 თებერვალი 2017 11:16
0
ქუთაისში ასოცდაათიი ათასი მოსახლეა ეს 2015 წლის მონაცემებით და წამსვლელებს რაც შეეხება ისინი უკვე კარგა ხანია წასულები არიან და მარტის თვიდან წამსვლელიც აღარ იქნება არავინ,ვიზალიბერალიზაციას რაც თანხა ჭირდება იმას ქუთაისელთა ოთხმოცდაათი პროცენტი ვერ დადებს საბანკო ანგარიშზე.დდ
qutaiseli
07 თებერვალი 2017 10:25
0
ირაკლის - სწორედ ნაცების დროს დაინგრა სტადიონი, პირადად ვარშალომიძის ბრძანებით დაინგრა სტადიონი... ასე, რომ, დამანგრეველი ძალა, ვერ ააშენებდა ...
პეტრე კუპრი
08 იანვარი 2017 08:58
0
არსად მსოფლიოში (საღად მოაზროვნეში) წელიწადში ორ-სამ თამაშზე გათვლით არ შენდება სტადიონი. საშუალო დასწრება სტადიონის 50-60%ს მაინც უნდა შეადგენდეს, უკეთესია თუ 70-80% მაინც იქნება.

ქუთათისი, იმედია ხუმრობ - რაც არის, ის სტადიონები ხომ იძეძგება, ქუთაისში მოსახლეობა აღარ იქნება მალე 45 ათასი, რა სტადიონი ))
კოტე-ს-ს
07 იანვარი 2017 23:46
0
არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ აშენებენ სტადიონს წელიწადში ერთი სანაკრებო ან ერთი ევროპული ტურნირის მატჩისთვის.ევროპული კლუბები იშენებს სტადიონს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე საშუალო დასწრების გათვალისწინებით–რომ თითოეულ ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე იყოს ანშლაგთან მიახლებული დასწრება,,საფეხბურთო ატმოსფერო,,!..ერთი მატჩისთვის დიდ სტადიონს აშენებენ გიგანტომანიით შეპყრობილი ავტოკრატიული რეჟიმები
ზაზა
07 იანვარი 2017 23:20
0
ქუთათის შენი ციფრები იმის აზრს ტოვებს საქართველოს ქალაქების სიდიდეების გონებაში არხარ.
დილა გორი
07 იანვარი 2017 22:37
0
ნაცები რომ ყოფილიყვნენ მთავრობაში ისევ, ეს სტადიონი უკვე იქნებოდა!
ირაკლი
07 იანვარი 2017 22:14
1
ეს სამარცხვინოა და ჩვენ ანუ ქართველ ხა ლხს ეს „ნაცი„ქოცი არაკაცთა ბანდა სასაცილოდ გვიგდებს,რადგან ჩვენი მიზანია რომ ბათუმში აშენდეს „45„ათასიანი საფეხბურთო სტადიონი,რადგან იმისათვის რომ მარტო თბილისში არ იყოს ყველა სტადიონი თავმოყრილი,თავის სასტუმროებიანად. შემდეგ კი ასევე „ქუთაისში „45„ათასიანი ,ზუგდიდში 20„,ფოთში„20„ათასიანი, დიღომში„30„ათასიანი,რუსთავში „20„ათასიანი,თელავში„15„ათასიანი,გორში„15„ათასიანი,მარნეულში„12„ათასიანისა,და სამტრედიაში და საჩხერეში „15„ათასიანი ფეხბურთო სტადიონები,და ეს უნდა აშენდეს მთელი ქართველი ხალხის მეთვალყურეობის ქვეშ. ადმინ„ს მივმართავთ დაბეჭდეთ თუ სამშობლო წვეთით თუ გტკივად მაინც.////
ქუთათისი
07 იანვარი 2017 21:29
1
ეს სტადიონი შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო როგორც მახსოვს,ისევ სიცრუე,მერე ლარი გაუფასურდება და ისევ სიცრუე.ნაცი და ქოცი ისევ ერთი ნაგავი გამოდის.მთავარია ვთქვლიფოთ რაც შეიძლება მეტი.
ქოცები და ნაცები,ერთად ვართ ქუცნაცები.
სოსო
07 იანვარი 2017 20:36
1

სიახლეები პოპულარული