"2017 წლის სეზონი 4 მარტს დაიწყება. დამტკიცდა თასის გათამაშების ფორმატიც, რომელიც 2 მარტს დაიწყება. პირველი საკვალიფიკაციო ნაწილი 3 ეტაპისგან შედგება და მასში 60 გუნდი ითამაშებს. მატჩები 2, 6 და 10 მარტს ჩატარდება და იმ 12 გუნდს გამოავლენს, რომელიც 15 მარტიდან 1/16-ფინალურ ეტაპზე პირველი და მეორე ლიგების 20 გუნდთან ერთად ჩაერთვება. გასული სეზონის
სეზონი კი 26 თებერვალს, საქართველოს სუპერთასის მატჩით დაიწყება. ფედერაციამ თამაში მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე დანიშნა. შეგახსენებთ, რომ სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან.
საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც მარტვილში? ამას ფეხბურთის ფედერაცია 3 ფაქტორით ხსნის:
პირველი - "მურთაზ ხურცილავაზე" საკმაოდ კარგი ხელოვნური საფარია, რაც თამაშის მაღალ დონეზე ჩასატარებლად აუცილებელია;
მეორე - მარტვილი ორივე გუნდისთვის მისაღებია, რადგან ქუთაისიდან და სამტრედიიდან ახლოსაა და თამაშზე დასწრებას მაქსიმალურად მეტი გულშემატკივარი შეძლებს;
და მესამე - ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმ ინიციატივის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიც მნიშვნელოვანი თამაშების დედაქალაქის გარეთ ჩატარება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა.
გეხსომებათ, ეროვნული თასის ბოლო ფინალი 22 ნოემბერს ზესტაფონში გაიმართა და ტრიბუნები არა მხოლოდ შეივსო, საღამოს განათების ფონზე თამაში იმდენად ეფექტურ გარემოში ჩატარდა, დღემდე გამართულ ფინალებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულად მიიჩნევა.
- მერანი-ტორპედო 1:2 - "ტორპედომ" თასი გაასამა [VIDEO]
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"