2016 წლამდე თასის გათამაშებაში ჩვენთან მხოლოდ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები მონაწილეობდნენ, მაგრამ შარშან ფეხბურთის ფედერაციამ მისი ფორმატი შეცვალა, თავის გამოჩენის შანსი დაბალი რანგის გუნდებსაც მისცა და ორრაუნდიანი მატჩებიდან ერთრაუნდიანზე გადაერთო, სადაც მასპინძელი ავტომატურად დაბალი ლიგის გუნდია. თასის გათამაშების ეს მოდელი აშკარად დამაინტრიგებელია და პირველივე
1/16-ფინალში ორი გამორჩეული დაპირისპირება გაიმართა: "მცხეთა პარკზე" საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თბილისის "ვიტ ჯორჯია" 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის ჩემპიონ "სამტრედიას" შეხვდა. მე-6 წუთზე ანგარიში თემურ მარკოზაშვილმა გახსნა. პაატა ღუდუშაურმა 47-ეზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მარკოზაშვილმა 72-ეზე დუბლი შეასრულა და "სამტრედია" შემდეგ წრეში გაიყვანა.
ქობულეთის "ჩელე არენაზე" შავიზღვისპირა დერბი შედგა: ფოთის "კოლხეთი 1913"-მა ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა - ბუბაქარ დაფის მშვენიერი გადაცემით ნიკოლა კოვტალიუკმა 67-ე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა და კოლხებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს. გატანის კარგი შანსი ბათუმელებსაც ჰქონდათ, მაგრამ პაპუნა ფონიავამ პენალტი ვერ გამოიყენა.
სენსაციურად დასრულდა რუსთავის "ფოლადზე" გამართული შეხვედრა: ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის "ლოკომოტივი" ლიგა 3-ის "ნორჩ დინამოსთან" 0:1 დამარცხდა. შემდეგ წრეში გავიდა ლიგა 3-ის ბინადარი "გორიც", რომელმაც საკუთარ მოედანზე ქობულეთის "შუქურასთან" ძირითადი დრო 1:1 ითამაშა, პენალტების სერია კი სტუმრებზე უკეთესად შეასრულეს და 6:5 გაიმარჯვეს.
ძალიან დაძაბული იყო "საბურთალოსა" და "შევარდენი 1906"-ის დაპირისპირება, სადაც ნომინალური მასპინძელი ეს უკანასკნელი გახლდათ. გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები გიორგი ხარაიშვილისა და ვაგნერ გონშალვეშის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. "შევარდნებმა" ბოლო წუთზე მთელი ძალებით შეუტიეს და თორნიკე მაღალდაძემ პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანა, თუმცა "საბურთალომ" მაინც მოიგო 2:1.
ეტაპი ასევე წარმატებით დაძლიეს ეროვნული ლიგის გუნდებმა: თბილისის "დინამომ", გორის "დილამ", ქუთაისის "ტორპედომ" და საჩხერის "ჩიხურამ".
საინტერესო მატჩი შედგა რუსთავში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა მარტვილის "მერანს" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დათა სიჭინავას მიერ გატანილი ეფექტური გოლით მოუგო.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/16-ფინალი
კოლხეთი (ფ)-დინამო (ბთ) 1:0
1:0 კოვტალიუკი (72)
ვიტ ჯორჯია-სამტრედია 1:2
0:1 მარკოზაშვილი (7), 1:1 ღუდუშაური (50), 1:2 მარკოზაშვილი (73)
გორი-შუქურა 1:1, პენ 6:5
1:0 სირბილაძე (7), 1:1 კუტალია (64)
ნორჩი. დინამო-ლოკომოტივი 1:0
1:0 დეისაძე (8)
ალგეთი-დინამო (თბ) 0:2
0:1 არაბული (32), 0:2 არაბული (85)
სამეგრელო-გურია 1:1, პენ 3:5
1:0 იაკობაშვილი (14), 1:1 გოგუაძე (90)
სამგურალი 2-დილა 0:4
0:1 წიქარიძე (5), 0:2 წიქარიძე (29), 0:3 წიქარიძე (66), 0:4 კაკუშაძე (75-საკ. კარში)
საპოვნელა-ტორპედო 0:2
0:1 საბანაძე (57), 0:2 ქიმაძე (68)
რუსთავი-მერანი 1:0
1:0 სიჭინავა (90+2)
ლესიჭინე-ჩიხურა 0:7
0:1 მირცხულავა (18), 0:2 ტატანაშვილი (22), 0:3 ტატანაშვილი (35), 0:4 გორგიაშვილი (41), 0:5 გაბედავა (54), 0:6 ტატანაშვილი (61), 0:7 სარდალიშვილი (85)
სქური-სიონი 1:3
0:1 ლილუაშვილი (32), 0:2 ლილუაშვილი (58), 0:3 ხაბელაშვილი (70), 1:3 სალია (90+1)
ზუგდიდი-ცხინვალი 3:2, დდ
0:1 ცხოვრებაძე (37), 1:1 ფარჯიკია (45-პენ), 2:1 კუკავა (58), 2:2 ლეჟავა (71), 3:2 ბულია (107)
შევარდენი 1906-საბურთალო 1:2
0:1 ხარაიშვილი (18-პენ), 0:2 ვაგნერი (58), 1:2 მაღალდაძე (90+4)
ჭიათურა-სამგურალი 1:4, დდ
0:1 კილაძე (60), 1:1 მოგელაძე (75), 1:2 დ. ჩიხლაძე (106), 1:3 ჩხეტიანი (110), 1:4 ბ. ლაღაძე (118)
გაგრა-მეშახტე 2:0
1:0 ქანთარია (4), 2:0 გ. ქურდაძე (45+3)
გარეჯი-იმერეთი 0:1
0:1 თევდორაძე (90+3).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"