წილისყრამ საქართველოს თასის 1/8-ფინალში "სამტრედია" "ტორპედოს" შეახვედრა

AutoSharing Option
17 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, დავით მუჯირთან ერთად, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი მონაწილეობდა.

წილისყრის შედეგად, მერვედფინალურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

რუსთავი - ზუგდიდი
სამგურალი - დინამო თბ
ფკ გორი - ნორჩი დინამო
ტორპედო - სამტრედია
იმერეთი - სიონი
დილა - კოლხეთი 1913
გურია - შევარდენი 1906/საბურთალო
გაგრა - ჩიხურა

გამომდინარე იქიდან, რომ მეთექვსმეტედფინალურ მატჩში, რომელიც 15 მარტს გაიმართა, "შევარდენი 1906"-სა და "საბურთალოს"
შორის (2:1 "საბურთალოს" სასარგებლოდ), დაფიქსირდა საქართველოს თასის დებულების მე-9 მუხლის დარღვევა, საკითხი განსახილველად გადაეცა სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს.

შესაბამისად, მერვედფინალის მონაწილე მე-16 გუნდი და "გურია"-"შევარდენი 1906"/"საბურთალოს" მასპინძელი 18 მარტს, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შედეგად გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალისტები, ტრადიციულად, ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან, შეხვედრები კი 26 აპრილს გაიმართება და მათ პირველად დასახელებული გუნდები უმასპინძლებენ.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
უაზრო კენჯის კრა განტესვა არასწორატ არის გაკეტებული
kolxa
16:43 17-03-2017
0
ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი რატომ მონაწილეობდა? რა მოხდა შევარდენი-საბურთალოზე რატომ მალავთ?
giviko
16:44 17-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული