მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში გორელებმა "ზესტაფონს" 4:1 სძლიეს
26 მაისს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" გორის "დილას" დაუპირისპირდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა აფციაურის გოლით მე-13 წუთზე გახსნეს. გორელებმა წონასწორობის აღდგენა პირველივე ტაიმში შეძლეს, როდესაც მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ზესტაფონელთა მცველი თეიმურაზ ღონღაძე გააძევა - თერთმეტმეტრიანი ხოჯავამ ზუსტად შეასრულა.

შეხვედრის მეორე ტაიმში რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა "დილამ" კიდევ სამჯერ შეძლო საქართველოს ჩემპიონთა კარის დალაშქვრა. ჯერ ვაწაძემ იყოჩაღა 49-ე წუთზე, შემდეგ ილურიძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი გატანილი გოლით კაშია გამოირჩა.

აღსანიშნავია, რომ ემოციურად დაძაბული შეხვედრის მიწურულს მსაჯმა მოედნიდან კიდევ ერთი ზესტაფონელი - ჯაბა დვალიც გააძევა.

ამრიგად, "დილამ" დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველოს თასი პირველად მოიგო. გორელთა გუნდი ევროპის ლიგის გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

26 მაისი. თბილისი. "მიხეილ მესხი". 7000 მაყურებელი.

დილა-ზესტაფონი 4:1 (1:1)

გოლები: 1:0 აფციაური, 1:1 ხოჯავა (30,პენ.), 2:1 ვაწაძე (50), 3:1 ილურიძე (66), 4:1 ინწკირველი (90+3)

დილა: სკენდერი, ბეჭვაია, თოთაძე, ინწკირველი, სალუქვაძე (კ), შოთა კაშია, არზიანი, ხოჯავა (ახალკაცი, 81), კახელიშვილი, სანდრო გურული (ილურიძე, 61), მათე ვაწაძე (ბარაბაძე, 88).

მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

ზესტაფონი: კვასხვაძე, ღონღაძე, საჯაია, კობახიძე (ოვონიკოკო, 68), ელიავა, გორგიაშვილი (შარიქაძე,60), მენთეშაშვილი, აფციაური, შოთა გრიგალაშვილი, მუჯირი (ონიანი, 46), დვალი.

მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: დვალი (11), მუჯირი (19), აფციაური (84), დვალი (85), სკენდერი (90).

გაძევება: ღონღაძე (30), დვალი (85)

მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი)

goga
შიდა ქართლიდან ვარ, მთელი ცხოვრებაა შიდა ქართლის საუკეთესო გუნდს გორის დილას ვგულშემატკივრობ, დილა ყოველთვის ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძოდა უმაღლეს ლიგაში. ეს ხან გამოსდიოდა და ხან არა... ახლა? ახლა ისეთი სასტავი ჰყავს თასიც მოიგო და კვლავ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იქნება მაგრამ შსს-ს ნაპატრონალი არც დილა მინდა და არც ბარსა, მე ისევ ის მაჩანჩალა დილა მირჩევნია გაცილებიტ
მტაწმინდა
დომენტის /ქილერი/ კვარაცხელიაა, რომელმაც /ზესტას/ ოცნება ჩაუკლა
zesta2004
გაიხარე ტ ა ზ ოოოოოოოოოოოოო
zesta2004
ვვვ დდდდდდდდდდდდდდდდდდ
vvvvvv
დააბრალეთ ახლა სამინისტროს და მსაჯებს რა მიკერძოვებაზეა ლაპარაკი ვინც ითამაშა და იბრძოლა იმან მოიგო . ეგარი ქართველების უბედურება რო სხვაძე გვიყვარს ხელის შეხოცვა კაცს პეხი მოტეხა კინაგამ და გასაგდები იყო აბა რა იყო:@:@:@ და მსაჯისტვის ბურტის სროლა ვის გაუგია კიდე აი მარტლა ეს არი სირცხვილი
Tazo
ევროპისკენ მივდივართ თუ სსრკ-ს ვუბრუნდებით. რა ჯანდაბაა ეს შსს-ს ეს არმიის გუნდები კალათბურთში ახლა ფეხბურთში. ეს ჩვენს პატარა სახელმწიფოში კარგს არაფერს მოგვიტანს. გამოიწვევს კარგი ფეხბურთელების შეწოვას ამ გუნდებში, ხოლო სხვებს, ვინც იქ ვერ მოხვდება გული აუცრუვდება და საერთოდ წავა უცხოეთში.
ggg
კარგი იქნება ქვეყანაში კლუბებს ბიზნესმენები ფლობდნენ და არა სამინისტროები. დილას შემადგენლობით საუკეთესო გუნდი ყავს და სუფთა თამაშითაც შეიძლებოდა თასის აღება...მართლა საზიზღრობაა ესეთი მსაჯობა!!! ზესტაფონი ნელ ნელა დაგარგავს პოზიციებს ალბათ.. გუნდშI სადა 17 დან 23წლამდე 30 დან 34 წლამდე ფეხბურთელები არიან ამხელა წყვეტა კარგად არ წადგება... რატომღაც მგონია რა გასული სეზონი ევროთასებზე უფრო წარმატებული იყო ვიდრე წლევანდელი იქნება.(ნეტა ვცდებოდე) წარმატებები ყველას
Giorgipirweli
სირცხვილია!!!
dato
მართლაც სირცხვილია გუშინ კაი სპექტაკლი აჩვეს ხალხს სირცხვილიააააააააა
მ ე
სირცხვილია... მარაზმია... ამის მერე სტადიონზე ვინ წავა??? მე სტადიონზე ვიყავი და ერთ ეპიზოდში როცა გორი ცვლილებას აკეთებდა ერთმა გულშემატკივარმა დაიძახა ახალაია შემოვიდა შეცვლაზეო... აქედან ჩანს ყველაფერი.... :@ :@:@
zesta2004
სირცხვილია მეტი არაპერი რაც გუჰინ მოხდა ვიპ ლოსჰადან ტელეპონები გვეცროლეს ზესტაც ფანებს მალადეს გლადიატორებს ხირსეულად გვიბალეჰიკეს
ლევანი
ზესტაფონი ასე არ დამაცხდებოდა რო არა პოლიტიკა და მისგან დაშინებული მსაჯი (არბიტრი)
l.g
ვინც თამაშს უყურა ნახავდით რა იყო და როგორ, ზესტაფონს ჯარიმას არ არტყმევინებდნენ, არადა პირიქით დილას პრობლემა არ ქონდა, მსაჯის მიკერდზოვება ტვალსაცჩინო იკო და აქ მთავარი დამნაშავე პოლიტიკაა, როდესაც დილსა, (გუნდს გავლენიანი პოლიტიკა კურირებს) დზლიერი პატრონი კავს...
arti
ზესტაფონი მეტის გირსია
gio
ყოვლის მომცველი სტატიაა.... სირცხვილია ხალო , სირცხვილი
sdfsdfsdf
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
[VIDEO] გადაწერილი საფეხბურთო ისტორია - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მსაჯმა ახალი წესი გამოიყენა
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
მუდრიკი მძიმე დღეშია - უკრაინელს შესაძლოა, ფეხბურთის თამაში 4 წლით აუკრძალონ
სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში - "ლეიკერსი" 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება
ორი ცვლილებით "ბოტაფოგოსთან" - როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
მექვაბიშვილი უპირველესი სამიზნეა - ბელგიური კლუბი ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს
კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? - ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული
სამაგალითო სპორტსმენი - როგორია საზონოვის მდგომარეობა