გორის "დილა" საქართველოს თასის მფლობელია!

AutoSharing Option
26 მაისს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" გორის "დილას" დაუპირისპირდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა აფციაურის გოლით მე-13 წუთზე გახსნეს. გორელებმა წონასწორობის აღდგენა პირველივე ტაიმში შეძლეს, როდესაც მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ზესტაფონელთა მცველი თეიმურაზ ღონღაძე გააძევა - თერთმეტმეტრიანი ხოჯავამ ზუსტად შეასრულა.

შეხვედრის მეორე ტაიმში რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა "დილამ" კიდევ სამჯერ შეძლო საქართველოს ჩემპიონთა კარის დალაშქვრა. ჯერ ვაწაძემ იყოჩაღა 49-ე წუთზე, შემდეგ ილურიძემ სხვაობა ორ ბურთამდე
გაზარდა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი გატანილი გოლით კაშია გამოირჩა.

აღსანიშნავია, რომ ემოციურად დაძაბული შეხვედრის მიწურულს მსაჯმა მოედნიდან კიდევ ერთი ზესტაფონელი - ჯაბა დვალიც გააძევა.

ამრიგად, "დილამ" დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველოს თასი პირველად მოიგო. გორელთა გუნდი ევროპის ლიგის გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

26 მაისი. თბილისი. "მიხეილ მესხი". 7000 მაყურებელი.
დილა-ზესტაფონი 4:1 (1:1)
გოლები: 1:0 აფციაური, 1:1 ხოჯავა (30,პენ.), 2:1 ვაწაძე (50), 3:1 ილურიძე (66), 4:1 ინწკირველი (90+3)

დილა: სკენდერი, ბეჭვაია, თოთაძე, ინწკირველი, სალუქვაძე (კ), შოთა კაშია, არზიანი, ხოჯავა (ახალკაცი, 81), კახელიშვილი, სანდრო გურული (ილურიძე, 61), მათე ვაწაძე (ბარაბაძე, 88).
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
ზესტაფონი: კვასხვაძე, ღონღაძე, საჯაია, კობახიძე (ოვონიკოკო, 68), ელიავა, გორგიაშვილი (შარიქაძე,60), მენთეშაშვილი, აფციაური, შოთა გრიგალაშვილი, მუჯირი (ონიანი, 46), დვალი.
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: დვალი (11), მუჯირი (19), აფციაური (84), დვალი (85), სკენდერი (90).
გაძევება: ღონღაძე (30), დვალი (85)

მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი)
მკითხველის კომენტარები / 16 /
შიდა ქართლიდან ვარ, მთელი ცხოვრებაა შიდა ქართლის საუკეთესო გუნდს გორის დილას ვგულშემატკივრობ, დილა ყოველთვის ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძოდა უმაღლეს ლიგაში. ეს ხან გამოსდიოდა და ხან არა... ახლა? ახლა ისეთი სასტავი ჰყავს თასიც მოიგო და კვლავ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იქნება მაგრამ შსს-ს ნაპატრონალი არც დილა მინდა და არც ბარსა, მე ისევ ის მაჩანჩალა დილა მირჩევნია გაცილებიტ
goga
28 მაისი 2012 09:17
0
დომენტის /ქილერი/ კვარაცხელიაა, რომელმაც /ზესტას/ ოცნება ჩაუკლა
მტაწმინდა
27 მაისი 2012 21:53
0
გაიხარე ტ ა ზ ოოოოოოოოოოოოო
zesta2004
27 მაისი 2012 21:13
0
ვვვ დდდდდდდდდდდდდდდდდდ
zesta2004
27 მაისი 2012 21:12
0
დააბრალეთ ახლა სამინისტროს და მსაჯებს რა მიკერძოვებაზეა ლაპარაკი ვინც ითამაშა და იბრძოლა იმან მოიგო . ეგარი ქართველების უბედურება რო სხვაძე გვიყვარს ხელის შეხოცვა კაცს პეხი მოტეხა კინაგამ და გასაგდები იყო აბა რა იყო:@:@:@ და მსაჯისტვის ბურტის სროლა ვის გაუგია კიდე აი მარტლა ეს არი სირცხვილი
vvvvvv
27 მაისი 2012 20:47
0
ევროპისკენ მივდივართ თუ სსრკ-ს ვუბრუნდებით. რა ჯანდაბაა ეს შსს-ს ეს არმიის გუნდები კალათბურთში ახლა ფეხბურთში. ეს ჩვენს პატარა სახელმწიფოში კარგს არაფერს მოგვიტანს. გამოიწვევს კარგი ფეხბურთელების შეწოვას ამ გუნდებში, ხოლო სხვებს, ვინც იქ ვერ მოხვდება გული აუცრუვდება და საერთოდ წავა უცხოეთში.
Tazo
27 მაისი 2012 18:51
0
კარგი იქნება ქვეყანაში კლუბებს ბიზნესმენები ფლობდნენ და არა სამინისტროები. დილას შემადგენლობით საუკეთესო გუნდი ყავს და სუფთა თამაშითაც შეიძლებოდა თასის აღება...მართლა საზიზღრობაა ესეთი მსაჯობა!!! ზესტაფონი ნელ ნელა დაგარგავს პოზიციებს ალბათ.. გუნდშI სადა 17 დან 23წლამდე 30 დან 34 წლამდე ფეხბურთელები არიან ამხელა წყვეტა კარგად არ წადგება... რატომღაც მგონია რა გასული სეზონი ევროთასებზე უფრო წარმატებული იყო ვიდრე წლევანდელი იქნება.(ნეტა ვცდებოდე) წარმატებები ყველას
ggg
27 მაისი 2012 16:54
0
სირცხვილია!!!
Giorgipirweli
27 მაისი 2012 15:10
0
მართლაც სირცხვილია გუშინ კაი სპექტაკლი აჩვეს ხალხს სირცხვილიააააააააა
dato
27 მაისი 2012 13:08
0
სირცხვილია... მარაზმია... ამის მერე სტადიონზე ვინ წავა??? მე სტადიონზე ვიყავი და ერთ ეპიზოდში როცა გორი ცვლილებას აკეთებდა ერთმა გულშემატკივარმა დაიძახა ახალაია შემოვიდა შეცვლაზეო... აქედან ჩანს ყველაფერი.... :@ :@:@
მ ე
27 მაისი 2012 12:50
0

სიახლეები პოპულარული