ჩიხურა-შუქურა 8:0 - "ჩიხურამ" კარგად წაივარჯიშა

AutoSharing Option
რეალობას ვერ გავურბივართ, თორემ სათაურად გამოტანილი წინადადებით სულაც არ გვინდა "შუქურას" დაკნინება, რომელიც, სამწუხაროდ, მთელი თამაშის მანძილზე ოდნავ "ბჟუტავდა".

კი, კლასი მაინც კლასია, მაგრამ სათასო შეხვედრაში, ტრადიციულად, ამ განსხვავებას, როგორც წესი, შესაშური მონდომება, ჟინი და შემართება ანეიტრალებს ხოლმე.

ჩამოთვლილი თვისებების გამოსამჟღავნებლად პირობები საკმარისად ჰქონდათ სტუმრებს (სითბო, მზიანი ამინდი, მშრალი, კარგი მინდორი), მაგრამ...

ქობულეთელთა რბევა ბესიკ დეკანოიძემ დაიწყო, როცა მე-12 წუთზე დავით კირკიტაძემ კარგ მდგომარეობაში მყოფ ნიკა კვასხვაძეს უზუსტესი პასი მისცა, ამ უკანასკნელმა კი მეკარეს შეატოვა პირისპირ საჩხერელთა 51-ე ნომერი და
1:0.

Sportall.Geანალოგიური პასი მე-14 წუთზეც მისცა კვასხვაძემ დეკანოიძეს, მაგრამ მეკარემ დაასწრო წამით.

მე-18 წუთზე კირკიტაძემ ისევ გამოზომილად უპასა კაკალაძესთან ერთი-ერთზე დარჩენილ დეკანოიძეს - 2:0.

28-ე წუთზე შოთა კაშიამ, რომელსაც ისევე, როგორც დავით ბოლქვაძეს, სულაც არ ეტყობოდა "ჩიხურაში" ახალბედობა - გოლი კი გაიტანა, მაგრამ სულ ოდნავ თამაშგარე მდგომარეობიდან.

30-ე წუთზე დეკანოიძე კვლავ პირისპირ გადის მეკარესთან, ამჯერად დავით ოდიკაძის პასით - 3:0.

კირკიტაძე-კვასხვაძე-დეკანოიძის "ტრიო" მართლაც შეუჩერებელი იყო და ეს ანგარიშშიც აისახა: 39-ე წუთზე კირკიტაძის პასს ვერ შესწვდა თავით ქობულეთელთა მცველი და კვასხვაძემაც არ დააყოვნა აუღებელი დარტყმა - 4:0.

მეოთხის ტყუპისცალი იყო მეხუთე გოლიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კვასხვაძემ ამჯერად მოწინააღმდეგე მცველისაგან მიიღო ბურთი, გაისწორა, დაამუშავა და ისე დაუბათქუნა, რომ მეკარემ ვერაფერი შეძლო, თვალის გაყოლების მეტი.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე ხუჭუამ სცადა სომხიშვილის "უსაქმურობიდან გამოყვანა" - მისი დარტყმა სულ მცირე მანძილით გადასცდა ხარიხას.

57-ე წუთზე ისევ კირკიტაძემ ანგარიში 7:0-მდე გაზარდა, 71-ე წუთზე ჩხიკვიშვილმა უხეშობისთვის მსაჯის მიერ ნაჩვენები ყვითელი ბარათი არ აკმარა და საჯაიას თავში მუშტი ჩასცხო, რის გამოც სამართლიანად იქნა გაძევებული.

78-ე წუთზე ზაბახიძემ მოუნახა ბურთს უძლიერესი დარტყმით ადგილი კარის დაბალ კუთხეში - 8:0.

ბოლო წუთზე ისევ ხუჭუამ სცადა გუნდისთვის სირცხვილის ოდნავ მაინც მოწმენდა: საჯარიმოს გარეთ გამოსული სომხიშვილი დასწრებაზე კი მოატყუა, მაგრამ კუთხიდან ცარიელ კარში ზუსტად დარტყმისათვის ძალა აღარ ეყო.

ამ გამარჯვებით, ვფიქრობთ, "ჩიხურა" უკვე სათასო გათამაშების შემდგომ ეტაპზეა და განმეორებითი შეხვედრა აღარაფერია, ფორმალობის მეტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუფ რა მოხტა ტო ცჰხურამ 8.0 მოგვგო კარგტ რა 6 ტვის სჰექ
gurami
18:26 27-02-2013
0

სიახლეები პოპულარული