თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 სძლია. მატჩში ანგარიში ირაკლი ძარიამ 31-ე წუთზე გახსნა. ფოთელთა კარში მეორე გოლის ავტორი გიორგი მერებაშვილი 38-ე წუთზე გახდა. 67-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ჩისკომ დააფიქსირა.
Video
დინამო - კოლხეთი 3:0
დინამო - კოლხეთი 3:0
გორის "დილამ" კი "სამტრედიას" გოლი არც სტუმრად გაატანინა და 3:0 დაამარცხა. მე-18 წუთზე გიორგი ილურიძე გამოირჩა, 32-ე წუთზე მეტოქეთა კარი ირაკლი მოდებაძემ აიღო, ხოლო შეცვალზე შემოსულმა ბაჩანა არაბულმა 64-ე წუთზე ანგარიში 3:0
ქუთაისის "ტორპედომ" სტუმრად "გაგრა" დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა. გიორგი ფანცულაიამ 72-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, ელგუჯა გრიგალაშვილმა კი 85-ე წუთზე შეხვედრას წერტილი დაუსვა.
Video
გაგრა - ტორპედო 0:2
გაგრა - ტორპედო 0:2
რუსთავის "მეტალურგმა" ბათუმის "დინამო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად რუსთაველებისთვის საკმარისი გახდა. პირველი შეხვედრა ბათუმელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს.
მერვედფინლური ეტაპზე სენსაცია კი ზესტაფონში დაფიქსირდა. ჩემპიონებმა საკუთარ კედლებში პირველლიგელ "გურიასთან" ანგარიშით 2:3 წააგეს.
ანგარიში "გურიას" ფეხბურთელმა მიხეილ კაკალაძემ მე-5 წუთზე გახსნა, რასაც ზესტაფონელებმა ორი ბურთით უპასუხეს: ალექს ბენაშვილი (17), ბოტი დემელი (29).
თუმცა მეტოქემ მატჩის ბედის შემოტრიალება შეძლო. 34-ე ლაშა ჩალაძემ გაიტანა, 36-ე წუთზე კი დავით მაისაშვილმა საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა და მეოთხედფინალში ასპარეზობას "გურია" გააგრძელებს.
"ზუგდიდისა" და ბოლნისის "სიონს" შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. შემდეგ ეტაპზე ბოლნისელები გავიდნენ.
"სპარტაკსა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის შეხვედრა პირველი მატჩის მსგავსად ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ თასის მომდვენო ეტაპზე "სპარტაკი" გავიდა.
საქართველოს თასი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
დინამო-კოლხეთი 3:0 (1:0)
სამტრედია-დილა 0:3 (0:6)
გაგრა-ტორპედო 0:2 (1:1)
მეტალურგი-დინამო (ბ) 1:0 (1:2)
ზესტაფონი-გურია 2:3 (1:0)
შუქურა-ჩიხურა 0:0 (0:8)
ზუგდიდი-სიონი 1:1 (0:3)
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 1:1 (1:1; პ. 3:0)
ფოტო: fczestafoni.ge