რუსთავის "მეტალურგმა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და პირველ ტაიმში გაშვებული გოლის მიუხედავად, მატჩის ბედის შემოტრიალება შეძლო.
ანგარიში უკვე შეხვედრის 22-ე წუთზე ჯაბა დვალმა გახსნა, თუმცა გიორგი ყიფიანის გუნდი ამან ვერ გატეხა. მასპინძლებმა გათანაბრება 67-ე წუთზე რომან ახალკაცის გოლით შეძლეს, 84-ე წუთზე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში დავით საჯაიამ დააფიქსირა - 2:1.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვება იზეიმა საჩხერის "ჩიხურამ", რომელმაც ივანწმინდას სტადიონზე ბოლნისის "სიონს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი პირველივე
საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩები 8 მაისს გაიმართება.