თბილისის "დინამომ" ოქროს დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" სტადიონზე გაიმართა საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა. ერთმანეთის პირისპირ თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" დადგნენ. პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, "ჩიხურას" მეკარემ კი პენალტი მოიგერია.

მეორე ტაიმში "დინამოს" უპირატესობა გამოიკვეთა, რაც მალე აისახა გოლებში. ჯერ გიორგი მერებაშვილმა გაიტანა ლამაზი გოლი "ჩიხურას" კარში, შემდეგ მერებაშვილის ჩაწოდებას თავით ლევან ხმალაძე გამოეხმაურა. ანგარიში 3:0 ირაკლი ძარიას გოლის შემდეგ გახდა.

სიტუაცია ბასკი მცველის, უსტარიცის გაძევების შემდეგ შეიცვალა. "ჩიხურა" რამდენჯერმე იყო ახლოს გატანასთან და ბოლო წუთზე ედიკ საჯაიამ "დინამოს" მცველების შეცდომა გამოიყენა - 3:1.

ამგვარად, თბილისის "დინამომ" ოქროს დუბლი შეასრულა, ჩემპიონობასთან ერთად ქვეყნის თასიც მოიგო.

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" დუბლს უმიზნებს, საჩხერის "ჩიხურა" - პირველ ტიტულს
მკითხველის კომენტარები / 1 /
აწი რაგა გვიჭირს... დინამომ თასიც აიგო.. ვერ ხედავთ საქართველიში მარტო ერტი გუნდი რომ გვყავს, სირცხვილია , ბარემ დავარქვათ ამ ჩემპიონატს დინამო თბილისი, ან ვივა ფიფია, ერთი და ორი გინდიტ ჩემპიონატი ვერ განვიტარდება და საქართველოშო ასე ფეხბურტელები ვერ გაიზრდებიან , მივხედოთ საქართველოს ჩემპიონატს და არა მარტო დინამოს
gigi
00:51 23-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული