გიორგი მერებაშვილი: თამაშის საკუთარ თავზე აღება სწორი გადაწყვეტილება იყო

AutoSharing Option
22 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:1 სძლია.

ამრიგად, 2012/13 წლების სეზონში თბილისის "დინამომ" ოქროს დუბლი შეასრულა - ჩემპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასიც მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

გიორგი მერებაშვილი ("დინამო"):
"ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდებოდა და სერიოზულადაც განვეწყვეთ.

მიხარია, ანგარიში რომ გავხსენი. იმ მომენტში რომც ამეცილებინა, თამაშის საკუთარ თავზე აღება მაინც სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან პასის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა.

კარგია, სეზონი ასე წარმატებული რომ
გამოდგა და ყველა მნიშვნელოვანი პრიზი "დინამომ" მოიპოვა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
დუბლი ათი წლის შემდეგ - თასიც "დინამოსია"! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული