ამრიგად, 2012/2013 წლების სეზონში თბილისის "დინამომ" ოქროს დუბლი შეასრულა - ჩემპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასიც მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.
ედიკ საჯაია, "ჩიხურა":
"მგონია, რომ პირველმა გოლმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა.
დაძაბულები ნამდვილად არ ვყოფილვართ, მაგრამ თამაშიც არ წაგვივიდა და უნდა ვაღიარო, რომ ჩვენზე ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით - ფაქტია, რომ "დინამოს" სეზონში ერთი შეხვედრაც ვერ მოვუგეთ".
იხილეთ ვიდეო