რევაზ გოცირიძე: მოგების შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ

AutoSharing Option
22 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:1 სძლია.

ამრიგად, 2012/2013 წლების სეზონში თბილისის "დინამომ" ოქროს დუბლი შეასრულა - ჩემპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასიც მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

რევაზ გოცირიძე, "ჩიხურა":
"მეტოქის შიშზე ლაპარაკი უადგილოა, მაგრამ "დინამო" ჩვენზე კარგად მომზადებული, გაცილებით მდიდარი და უკეთესი პირობების მქონე გუნდია.

გამომდინარე აქედან, უკეთ დაკომპლექტებულიც არის და ეს უპირატესობა დღეს გამოჩნდა.

თუმცა, მაინც მგონია, რომ მოგების შანსი გვქონდა და ვერ
გამოვიყენეთ. ისღა დამრჩენია, "დინამოს" წლევანდელი წარმატება მივულოცო".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:

დუბლი ათი წლის შემდეგ - თასიც "დინამოსია"! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული