ტორპედო ნაბიჯ-ნაბიჯ ნახევარფინალში

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო", რომელსაც თავისი ზეობის პერიოდში საქართველოს თასი ორჯერ მოუგია, თასის ნახევარფინალში გავიდა. ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის მთავარი სწორედ ეს არის, თორემ მათი საყვარელი გუნდის თამაში კვლავაც უკეთესის სურვილს ტოვებს. ზამთრის შესვენებისას გუნდში დიდი ძვრებია მოსალოდნელი და იმედს ვიტოვებთ, რომ სეზონის განახლების შემდეგ "ტორპედო" უფრო სანახაობრივ ფეხბურთს შემოგვთავაზებს. ასეა თუ ისე, ქუთათურები "არდადეგებზე" მაჟორულ ნოტაზე მიდიან. ბოლნისში გამარჯვების შემდეგ მათ თასის ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდათ და გამოიყენეს კიდეც. უსახურ, მოსაწყენ და, ფაქტობრივად, უმომენტო შეხვედრაში მასპინძელთათვის სასურველი ანგარიში დაფიქსირდა.

ბოლნისელებმა, რომელთაც მხოლოდ
მოგება აძლევდათ ხელს, მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და ისიც არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

შეხვედრის საწყის წუთებში გუნდები ცენტრის დაუფლებას ცდილობდნენ. მცირეოდენი უპირატესობა "ტორპედოსი" იყო, მაგრამ ქუთაისელთა სუსტი შეტევები სტუმრებს არანაირ ხიფათს არ უქადდა. მე-12 წუთზე დიღმელაშვილის კუთხურის შემდეგ, ფარულავას თავური ასცდა მიზანს. 27-ე წუთზე კი მატჩის ყველაზე სახიფათო ეპიზოდი იყო, თარხნიშვილი მარცხენა ფლანგზე გასცდა ორ მეტოქეს და მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა, თუმცა ბობღიაშვილმა შეძლო ბურთის მოგერიება. კიდევ უფრო უსახური გამოდგა მეორე ტაიმი. ქუთაისელები უტევდნენ, მაგრამ კარში ვერ ურტყამდნენ, ორჯერ კვარაცხელიას გაუცუდდა დარტყმის მცდელობა, ფოფხაძის სოლორეიდის შემდეგ კი ჩიკვილაძემაც ცუდად დაარტყა.

ბოლნისელები იშვიათი და უხიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ. 68-ე წუთზე ნოზაძემ შეძლო კარის მიმართულებით დარტყმა, მაგრამ ხარიხას გადააცილა. სტუმრებს არც გიორგი ჭელიძის მოედანზე გამოსვლამ უშველა, გოლის გატანის შესაძლებლობა მათ არ მისცემიათ. "ტორპედომ" მშვიდად მიიყვანა მატჩი სასურველ შედეგამდე. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები გუნდის თამაშით უკმაყოფილონი იყვნენ, ნახევარფინალში გასვლისთვის ფეხბურთელები ტაშით გააცილეს.

გია გიგატაძე : გახარებულები ვართ, რომ თასის ნახევარფინალში გავედით, მაგრამ თამაშის ხარისხი გამოსასწორებელია. საგოლე მომენტების შექმნა და გამოყენება ისევ გვიჭირს. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ეს პრობლემა დავძლიოთ."

გიორგი ყიფშიძე: ვულოცავ "ტორპედოს" ნახევარფინალში გასვლას. სულ სხვაგვარ ფეხბურთს ველოდებოდი, მაგრამ ასეთ მოედანზე გუნდებმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს."


ტორპედო-სიონი 0::0
ქუთაისი. ცენტრალური, 2000 მაყურებელი


ტორპედო სიონი
4-5-1 4-4-2
ქვილითაია ბობღიაშვილი
ფოფხაძე ქურასბედიანი
ს. თოდუა დიდავა
ფარულავა თარგამაძე
ჩიკვილაძე ლ. ჭელიძე
გ.ჩხეტიანი ვაშაკიძე
დიღმელაშვილი ჩივაძე
მ. გიგაური ნოზაძე
დათუნაიშვილი სანიკიძე
თარხნიშვილი გოცირიძე
ვ. კვარაცხელია ბობოხიძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. გიგატაძე გ. ყიფიანი

ტორპედო
80. ვ. კვარაცხელია - საბანაძე
88. გიგაური - მაჭავარიანი
90. თარხნიშვილი - გ.გურული
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, კემუხტაშვილი, ლომაშვილი, ნ.კვასხვაძე

სიონი
57. სანიკიძე - ლ.ჩხეტიანი
57. ჩივაძე - მ. ოქროპირიძე
75. ბობოხიძე - გ.ნოდ. ჭელიძე
სათადარიგოები: მერლანი, ისიანი, გ. მელქაძე, ქორიძე

არბიტრი: ლ.სილაგავა


ფოტო: fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული