მერანი-ტორპედო 0:3 - ერთი ნაბიჯით წინ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნულ ჩემპიონატში მარტვილელების 6-მატჩიან წაუგებელ სერიას "ტორპედომ" თასის გათამაშებაში წერტილი დაუსვა.

მთელი მატჩის განმავლობაში "ტორპედო" უტევდა. პირველი სახიფათო მომენტი მამასახლისმა შექმნა, თუმცა მიზანმა უმტყუნა. ამის შემდეგ "მერანიც" გააქტიურდა, პაპუნა ფონიავას სოლო-რეიდის შემდეგ აკაკი შულაია ურტყამდა სახიფათოდ, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

მორიგი შეტევა ქუთათურებმა განახორციელეს. ფიფია-ჩიკვილაძის კომბინაცია ამ უკანასკნელს შეეძლო დაეგვირგვინებინა, თუმცა მამალაძემ იყოჩაღა. გოლი კი 27-ე წუთზე გავიდა: მასპინძლების მცდელობა, რომ ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობა შეექმნათ, ამაო გამოდგა, რითიც შესანიშნავად ისარგებლა ჩიკვილაძემ და ანგარიში გახსნა - 1:0.

პირველ ტაიმში
სტუმრებს შეეძლოთ ანგარიშის ორამდე გაზრდაც, თუმცა ახლო მანძილიდან ფიფიას მიერ დარტყმული ბურთი არაზუსტი გამოდგა.

მეორე ნახევარი სტუმართა უპირატესობით გაგრძელდა. 66-ე წუთზე ჩინებულად ითამაშა ვაჟა ტაბატაძემ - საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და გამოზომილი დარტყმით შანსი არ დაუტოვა მამალაძეს.

ზუსტად ორ წუთში ქებურიას აქტიურობას მესამე გოლი მოჰყვა: მცველების შეცდომით ჩინებულად ისარგებლა ჩიკვილაძემ და დუბლი გაიფორმა - 3:0.

მესამე გოლის შემდეგ "მერანი" ბედს შეურიგდა - გუნდს შემტევ ფაზაში სიმწვავეც მოაკლდა და ჟინიც...

ბოლოსკენ, შულაიას შეეძლო პრესტიჟის გოლის გატანა, თუმცა მეკარე თებიძეს ვერ აჯობა. საბოლოოდ, "ტორპედომ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და დიდი ნაბიჯი გადადგა შემდგომი ეტაპისკენ...

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. I მატჩი
17.11. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 400 მაყურებელი
მერანი-ტორპედო 0:3
გოლები: 0:1 ჩიკვილაძე (27), 0:2 ტაბატაძე (66), ჩიკვილაძე (67)
მერანი(4-5-1): მამალაძე - მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე - ბოლქვაძე, ჯღამაია, ფონიავა (71. წულაია), ჩიმაკაძე (71. ხარჩილაძე), შულაია - ციცხვაია (57. წურწუმია).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ფაილოძე, მარგველაშვილი, ქაჯაია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
ტორპედო(4-4-2): თებიძე - ტაბატაძე, აბრამიძე, ჩაკვეტაძე, მახვილაძე - გელაშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი, ჩიკვილაძე (71. ელიავა) - ქებურია (71. შენგელია), ფიფია (65. ჩადუნელი).
სათადარიგოები: ცაბუტაშვილი, მარკოზაშვილი, თოდუა, დრევალი
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
გაფრთხილება: მახვილაძე (70)
არბიტრი: ლ. სილაგავა

სხვა მატჩები:
ჩიხურა-ზესტაფონი 0:0 - საპასუხო მატჩში გაირკვევა
სპარტაკი-საპოვნელა 3:0 - ცალი ფეხით
დილა-კოლხეთი 0:0 - მშრალი კარი და ცარიელი ტრიბუნები

ვიტ ჯორჯია- სიონი 1:0

გოლი: 1:0 კახაბრიშვილი (58)

ზუგდიდი-მეტალურგი 0:2
გოლი: 0:1 ქავთარაძე (9), 0:2 დ. გელაშვილი (22)

დინამო (ბთ)-სამტრედია 4 :1
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (4), 1:1 დათუნაიშვილი (8), 2:1 ბერიაშვილი (58), 3:1 შონია (39), 4:1 ტატანაშვილი (64)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტაბატაძეს მიეცით შანსი ნაკრებში. ჭკვიანია, სწრაფი, დაუღალავი, კარგი ტექნიკა და პასი აქვს და კონცენტრაციას მთელი თამაშის მანძილზე ინარჩუნებს.
ერისკაცი
11:08 18-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული