შუქურა-დინამო (თბ) 1:1 - ფრე, როგორც უპირატესობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალის პირველ მატჩში "შუქურამ" საკუთარ "ჩელე არენაზე" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა.

მე-8 წუთზე ანგარიში თბილისელთა თავდამსხმელმა გიორგი ჩირგაძემ გახსნა, თუმცა სტუმრებმა უპირატესობა სულ რაღაც 10 წუთით შეინარჩუნეს - თანაფარდობა ქობულეთელთა თავდამსხმელმა, "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ზვიად მეტრეველმა აღადგინა.

აღსანიშნავია, რომ ქობულეთელებს უპირატესობა ჰქონდათ კარში დარტყმებისა და კუთხურების რაოდენობის მხრივ.

საპასუხო მატჩი 26 ნოემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. ამ შედეგიდან, გუნდების დღევანდელი მდგომარეობიდან და ძალთა თანაფარდობიდან გამომდინარე, ცხადია, უპირატესობა "დინამოს" მხარესაა.

მაგრამ სათასო სპეციფიკა სხვაა და ეს ფაქტორი არ
გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი უპირობო ფავორიტად გამოვაცხადოთ.

სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალი - ქობულეთურ მატჩზე ფსონებს ისეთი პოპულარული საბუკმეკერო კანტორები იღებდნენ, როგორებიც არიან BET365, UNIBET და BET-AT-HOME. არადა, დიდი ხანია, უცხოური ტოტალიზატორები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგისა და სათასო მატჩებით არ დაინტერესებულან...

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. I მატჩი
18.10.14. ქობულეთი. "ჩელე არენა". 650 მაყურებელი
შუქურა-დინამო (თბ) 1:1
გოლები: 0:1 ჩირგაძე (9), 1:1 მეტრეველი (19)
შუქურა: კაკალაძე, ტვილდიანი, ხოჭოლავა, გურული, ტუღუში, კუხიანიძე, ლობე (65. კომახიძე), ჩალაძე, ბერუაშვილი, ჩელებაძე (73. ტაკიძე), მეტრეველი (59. კოპალიანი).
სათადარიგოები: ჯიოევი, კალანდაძე, ლუკასი
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
დინამო: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გველესიანი, ჭანტურია, საჯაია (65. შერგელაშვილი), ცინცაძე, პაპავა, პაპუნაშვილი (68. პარუნაშვილი), ს. ლობჟანიძე (82. ჯიქია), ჩირგაძე, საბანაძე.
სათადარიგოები: დაუშვილი, ჯანელიძე, კაკაბაძე, ლოჩოშვილი
მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: მჭედლიშვილი (65), პარუნაშვილი (90)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალი - ქობულეთურ მატჩზე ფსონებს ისეთი პოპულარული საბუკმეკერო კანტორები იღებდნენ, როგორებიც არიან BET365, UNIBET და BET-AT-HOME. არადა, დიდი ხანია, უცხოური ტოტალიზატორები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგისა და სათასო მატჩებით არ დაინტერესებულან...

ან არ დაკვირვებიხართ მერაბ ბატონო ან ტყუილს წერთ, ძალიან ხშირად არის ფლაშსქორეზე ჩემპიონატის მატჩების ბეთინგი, თუ არადა კეთილი ინებეთ,მიბრძანდით და არქივში ნახეთ :)

თუნდაც დინამო თბვ-დინამო ბათუმი ნახე,

სხვა მატჩებში ბეთვიქტორი და პედდი პოუერი სულ არის
jandacva
16:51 19-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული