დინამო (თბ)-დილა 1:0 - ემოციები, პრეტენზიები... [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველის დარად, საპასუხო მატჩიც დაძაბული გამოდგა. რამდენიმე ეპიზოდში კი მხარეებმა ემოციები ვერ მოთოკეს, თან "დილას" ფეხბურთელები არბიტრ ჯენერი ხორავას გადაწყვეტილებებსაც აპროტესტებდნენ. ამის გამო უკვე საფინალო სასტვენის შემდეგ გორელთა კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ (რომელმაც, ეტყობა, მთავარ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა) წითელი ბარათიც იხილა...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მივყვეთ თავიდან. მეტოქეები ერთმანეთს სივრცეებს უზღუდავდნენ და მჭიდროდ, ხშირად კი უჩვეულოდ ხისტადაც თამაშობდნენ. არბიტრის მიმართ პრეტენზია დინამოელებმაც გამოთქვეს, როცა მე-3 წუთზე თბილისელთა შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გორელთა საჯარიმოში კვახაძესთან ორთაბრძოლისას წაიქცა. "დინამო" პენალტს ითხოვდა, მაგრამ ხორავამ წესის
დარღვევა არ დააფიქსირა.

მე-10 წუთზე თბილისელთა კარს ნიკა კვეკვესკირი დაემუქრა, მაგრამ ლიბორ ჰრდლიჩკამ ბურთი ნახტომში მოიგერია.

ოთხ წუთში "დილას" ანგარიშის გახნის რეალური შანსიც გაუჩნდა, როცა მიხაილ გორელიშვილის დარტყმის შემდეგ მცველისგან ასხლეტილი ბურთი გიორგი თექთურმანიძეს მიუგორდა, თუმცა ამ უკანასკნელის თავური "დინამოს" კარს ოდნავ გადასცდა.

ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა: მარცხენა ფლანგზე კიტეიშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა და მანუელი მოძებნა, ამან კი შეტევა მარჯვენა ფლანგზე ვახტანგ ჭანტურიშვილს გაუგრძელა; შეტევის ბოლო ფაზაში კი იყოჩაღა ოთარ კაკაბაძემ, რომელიც ჭანტურიშვილის პასს საჯარიმოში შეჰყვა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0.

ტაიმის მიწურულს შტეფან ბუკორაცმა ლაშა გვალია წააქცია და მეტოქეები წაკინკლავდნენ. მართალია, ვნებები მალევე ჩაცხრა, მაგრამ დაძაბულობა მთელი შეხვედრის განმავლობაში იგრძნობოდა - არასასიამოვნო ეპიზოდი მეორე ტაიმშიც იყო, როცა მეტოქეებმა ერთმანეთზე კიდევ ერთხელ გაიწიეს, მაგრამ ზღვარს არ გადასულან.

მეორე ტაიმში მსაჯის მიმართ უფრო მეტი პრეტენზია გორელებს ჰქონდათ. ერთ-ერთ ეპიზოდში, გიორგი ჯანელიძესთან შეჯახების შემდეგ, "დინამოს" საჯარიმოში გორელიშვილი წაიქცა, მაგრამ სტუმართა პროტესტის (ჩვენიანს ხელი ჰკრესო) მიუხედავად, ხორავას პენალტი არ დაუნიშნავს.

69-ე წუთზე "დინამოს" ორმატჩიანი რაუნდისთვის წერტილის დასმა შეეძლო. საჯარიმო საბა ლობჟანიძემ შეასრულა, გიორგი გველესიანი კი მცველებს დაუსხლტა, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა მოედანზე მეორე თავდამსხმელი - გიორგი ერისთავიც შეუშვა. "დილამ" ბოლო ძალები მოიკრიბა და შეუტია, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა - ნახევარფინალის საგზური კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა მოიპოვა.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
09.03. თბილისი. "დინამო არენა". 1 500 მაყურებელი
დინამო (თბ)-დილა 1:0
პირველი მატჩი 0:0
გოლი: 1:0 კაკაბაძე (22. ჭანტურიშვილის პასით)
დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, ფერეირა, თოთაძე - ცინცაძე, ბუკორაცი (53. ჯანელიძე) - ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (83. ჯიღაური) - მანუელი (62. ჩირგაძე).
სათადარიგოები: დაუშვილი, ტაბატაძე, მიქელთაძე, ჯაფიაშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
დილა (4-2-3-1): მიგინეიშვილი - ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, მარიჩი (87. წიქარიძე) - ფალავანდიშვილი, გვალია - სეთურიძე, თექთურმანიძე (55. ერისთავი), კვეკვესკირი (82. ახალკაცი) - გორელიშვილი.
სათადარიგოები: სომხიშვილი, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, რაზმაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: თოთაძე (28), ონვუ (58), ბაგაევი (75), ხურცილავა (90)
გაძევება: კვახაძე (მატჩის შემდეგ)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგია კვახაძის გაძევება ეხლა მაინც დააყენებს ბლოხინს ძირითადში
koko
12 მარტი 2015 09:03
0
ჟორჟიკ ასპროცენტიან სიმართლეს წერ მთლიანად გორელების აზრია გაიხარე სიმართლისთვის
ილია
10 მარტი 2015 21:45
0
საიდან მოატრიეტ ეგ მარიჩი ნეტა, მაგნაირი კონა 10 შაურია აქ
gaga
10 მარტი 2015 16:39
0
სოსიასჰვილო ეგ ტამაში არ უნდა ცაგეგო, სუსტი ხარ რა
davi
10 მარტი 2015 16:37
0
არ არ კვალიფიციური მსაჯობა, ვიგაცი დაკვეტას ასრულებენ
dato
10 მარტი 2015 16:36
0
მინაშვილო შენ თუ თვლი რო სამართლიანად გაიმარჯვა დინამომ, მაში შენც არ ხარ ნაკლები დანარჩენებზე...და ქეცბა 100% მართალი იყო შენთან.
dila
10 მარტი 2015 13:12
0
მე როგორც დილას ქომაგი, დინამოს ვულოცავ გამარჯვებას.....თუმცაღა ფედერაციას ვეტყვი იმას რომ, ესე ნაძალადევი დინამოს გამარჯვებით დონე ვერასოდეს აიწევს საქართველოში,მსაჯობის თემა, აუცილებელია ქრთამის აგების ფაკტზე დააკავოო? ხორავამ მეორე ტაიმში სამი 100% პენალი არ დადო რაღა უნდა ქნას მეტი?
გავა დინამო ევროპაზე და მერე დაიწყება ლაპარაკი რატო ვერ ტამაშობს და ასე შემდეგ,პასუხს ეხლავე გაგცემთ, ესეთი ტამაშებიტ გასულმა გუნდმა რა უნდა გააკეთოს?... და თქვენი მსაჯობისთვისაც .......ისე ჯურნალისტების საყურადგღებოდ იქნება რაიმე სტატისა დაგეწერათ ამ თამაშტან დაკავშირებით?სიტყის თავისუფლება...
dila
10 მარტი 2015 13:11
0
პრეტენზიები მართლა ბევრი ჰქონდათ გორელებს - ამ სტატიაში ყველაფერს გვერდი აუარა ავტორმა და ამით ეჭვის ქვეშ დააყენა ეს პრეტენზიები.
1. რა თქმა უნდა შუა მოედანში ობიექტურად სჯიდა მსაჯი. მაგრამ დინამოს საჯარიმოს მისადგომებთან გაურბოდა პრინციპულ გადაწყვეტილებებს! საერთე რომ არ შექმნიყო დინამოს კარებს.
2. მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე დინამოს საჯარიმოს მარცხენა მხარეს მოთელეს შემტევი გორელი ფეხბურთელი (ფეხი დაუდეს და ზურგში უბიძგეს)მაგრამ სასტვენი დუმდა. დინამომ გამოიტანა ბურთი საჯარიმოდან და მოედნის ცენტრში სათამაშო ეპიზოდში გააჩერა თამაში!)))
ჩემ ადგილიდან იდეალურად ჩანდა დარღვევა, რომელსაც პენალტი მოსდევს. დასდეთ კადრები, გაარჩიეთ ეგ ეპიზოდი! იმდენი კამერები იყო სტადიონზე - რა პრობლემა გაქვთ ჟურნალისტებს ფაქტობრივად გაარჩიოთ ეპიზოდი? იმის ნაცვლათ, რომ აუგად წეროთ დილას ფეხბურთელების (და გულშემატკივრების!) აღშფოთებაზე...
უმოდებაძოდ დილას უჭირს. ძნელია თუ არც მსაჯია ობიექტური!
გია
10 მარტი 2015 12:25
0
აუ რა გადაობაა,ნეტა რა მოხდა
cinizmi
10 მარტი 2015 12:07
0
ადმი რატო არ დებ ჩემ კომენტარებს
jorjika
10 მარტი 2015 11:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული