"ცხინვალმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა თბილისის "დინამო", თუმცა ფინალში მაინც "დინამო" გავიდა, რადგან პირველი მატჩი დინამოელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს.
"სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე საჩხერის "ჩიხურას" დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველი მატჩი ასევე "სამტრედიის" (1:0) გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა 26 მაისს ჩატარდება.
28.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათად). 16:00
ცხინვალი-დინამო (თბ) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 გიორგი ივანიშვილი (38)
დისკვალიფიკაცია: გიორგი გველესიანი (დინამო თბ)
28.04. სამტრედია. "ეროსი
სამტრედია-ჩიხურა 3:0 (1:0)
გოლი: 1:0 ალექსანდრე იაშვილი (28), 2:0 თორნიკე გორიაშვილი (62), 3:0 თორნიკე კაპანაძე (70)