უჩა სოსიაშვილი: "დინამომ" ბოლო ტურში უფრო ნაკლები ენერგია დახარჯა

AutoSharing Option
ხვალ, 25 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საქართველოს სუპერთასს მასპინძლობს. ქვეყნის საუკეთესო გუნდის ვინაობას ერთმანეთში საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" და თასის მფლობელი, თბილისის "დინამო გაარკვევენ.

სუპერთასის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა "მესხზე" ვარჯიში, ხოლო მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.


გორის "დილას" თავკაცი უჩა სოსიაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში მისი გუნდი უფრო მეტად დაიღალა, ვიდრე თბილისის "დინამო", რადგან, მათგან განსხვავებით, "დინამომ" იოლი გამარჯვება მოიპოვა,
"დილამ" კი ბათუმის "დინამოსთან" მხოლოდ ფრე ითამაშა.

"მოლოდინი დიდია ხვალინდელი თამაშისა, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის "დინამოსთან" თამაში ყოველთვის საინტერესოა.

მოგეხსენებათ, "დინამო" და "დილა" მაქსიმალურად კარგად მოემზადნენ. უფრო კარგად დაკომპლექტდა ეს ორი გუნდი. შესაბამისად, ჩემპიონობისთვის ეს ორი გუნდი იბრძოლებს.

ძალზე საინტერესო თამაში იქნება. უბრალოდ, აქ ერთ დეტალს გავუსვამ ხაზს - გარემოება ჩვენთვის უფრო მძიმეა. ჩემპიონატში ვითამაშეთ ფრედ, 1:1 (რედ: ბათუმის "დინამოსთან"), უფრო მძიმე დაპირისპირება გამოგვივიდა ფიზიკური კუთხით. ეს შეხვედრა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მძიმე იყო ჩვენთვის.

რაც შეეხება მეტოქეს, "დინამომ" იოლი გამარჯვება მოიპოვა. პირველივე ტაიმს 3:1 იგებდა და მთლიანობაში, ნაკლები ენერგია დახარჯა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ თამაშისთვის "დილა" ნაკლებად მოემზადა. პირიქით, მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩემპიონატის სტარტზე ტიტულით დაიწყოს თამაში".
მკითხველის კომენტარები / 4 /
დილას წარმატებას ვუსურვებ.
დინამოს კი ღირსეულად დამარცხებას.
ჯორდანო უბრუნებელი
01:02 25-08-2015
0
წარმატებები დინამოს!!!
bacho
11:34 25-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული