ჩიხურა-საპოვნელა 0:0 - ერთმანეთს გაუფრთხილდნენ...

AutoSharing Option
პირველი შეხვედრის შედეგიდან (2:0 "ჩიხურას" სასარგებლოდ) გამომდინარე, უფრო სტუმრებს მართებდათ თავგამოდება საპასუხო სათასო ორთაბრძოლაში. "ჩიხურა" შედარებით მშვიდად იყო და ამიტომაც მისცა თავს უფლება სოსო ფრუიძემ, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაესვენებინა "დინამოსთან" მოსალოდნელი "ომის" წინ...

ცალკეულ მომენტებში მართლაც იყო ბრწყინვალე გამონათებები ორივე გუნდის მხრიდან, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის - სათასო შეხვედრები, უმეტესწილად, სამკვდრო-სასიცოცხლო ბატალიებით გამოირჩევა ხოლმე.

ყველა ზემოხსენებულ "ნათელ წერტილში" საიმედოდ ირჯებოდნენ მეკარეები. ეს განსაკუთრებით ითქმის მწყერაშვილზე, რომელმაც 88-ე წუთზე იხსნა გუნდი ორი შეხვედრის ჯამში საბოლოო შედეგის ვერშემცვლელ, მაგრამ მაინც
უსიამოვნო მარცხისგან.

მანამდე მოწინააღმდეგეები ხშირად გაურბოდნენ მძაფრ ორთაბრძოლებში შესვლას, თითქოს ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ, რათა გადაბმული წვიმებისგან დამძიმებულ გრუნტზე ტრავმები არ მიეღოთ. კორექტულობაც უთუოდ ამას უნდა დავუკავშიროთ - არცერთი გაფრთხილება! რაც საქართველოს ჩემპიონატისა და, საერთოდ, დღევანდელი მსოფლიო ფეხბურთისთვის ასე იშვიათია.

ერთი ის იყო, შეცვლაზე შესულმა ჩიკვაიძემ არაერთხელ სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა, "ჩიხურას" დომინირებაც უფრო საგრძნობი გახდა, მაგრამ ყველაფერი მაინც მშვიდობიანად, უგოლო ყაიმით დამთავრდა.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალის მატჩები 2-3 და 15-16 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
28.10. ივანწმინდა
ჩიხურა-საპოვნელა 0:0
[პირველი მატჩი 2:0]
ჩიხურა: მწყერაშვილი, გრიგალაშვილი, მეგრელიშვილი, განუგრავა, კაკაშვილი, ჭეჭელაშვილი (46. ჩიკვაიძე), მუმლაძე (71. ჯოხაძე), კორიფაძე, კურტანიძე (9. დეკანოიძე), დობროვოლსკი, კაშია.
სათადარიგოები: კუპატაძე, ჭანკოტაძე, კუჭუხიძე, სარდალიშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
საპოვნელა: გიორგაძე, ჯიმშელეიშვილი, რობაქიძე, ბანძელაძე (73. შალამბერიძე), ამბროლაძე, ცქიფურიშვილი (65. შუღლაძე), ტყეშელაშვილი, ზეინკლიშვილი, ბერუაშვილი, ენდელაძე, ალავიძე.
სათადარიგოები: კახეთელიძე, აბესაძე
მწვრთნელი: მირიან გეწაძე
არბიტრი: ხ. გაგნიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკან მაგარი ეკზემპლიარი ზის :D
ტყეშელაანთ გიჟი
12:26 29-10-2015
0

სიახლეები პოპულარული