გადაწყვეტილება შეიცვალა: ქართულ "კლასიკოზე" ქომაგსაც დაუშვებენ

AutoSharing Option
დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს "დინამო თბილისსა" და "ტორპედოს" შორის, მაყურებელი დაესწრება. აღნიშნული გადაწყვეტილება სპორტულმა ტრიბუნალმა დღეს, 15 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის მე-14 ტურში "დინამოს" და ბოლნისის "სიონის" გულშემატკივართა ჩხუბის გამო სადისციპლინო კომიტეტმა თბილისურ გუნდს 3000 ლარის სახით ჯარიმა დააკისრა და თან, საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებით დასაჯა. შესაბამისად, ქართულ "კლასიკოს" უმაყურებლოდ უნდა ჩაევლო.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ საფეხბურთო კლუბმა
"დინამო თბილისმა" საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალს პრეტენზიის უზრუნველყოფის თაობაზე მიმართა. საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა მიიღო პრეტენზია და "დინამო თბილისს" ძირითადი პრეტენზიის წარმოდგენამდე, მხოლოდ დისკვალიფიკაციის ნაწილში, დროებით შეუჩერა სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

იმ შემთხვევაში, თუ სამი დღის ვადაში "დინამო თბილისი" დასაბუთებული პრეტენზიით არ მიმართავს სპორტულ ტრიბუნალს, ძალაში დარჩება სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება.

ხვალ, 16 დეკემბერს, 16:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ქუთაისში დინამოელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

"დინამოსა" და "ტორპედოს" შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 2 და 5 ლარს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
"დინამო"-"სიონის" თამაშზე თბილის სტადიონზე მოხდა ჩხუბი ორივე გუნდის ფანებს შორის და დააჯარიმეს ორივე გუნდი,უფრო მაღალი ფინანსური სასჯელი მიიღო"სიონმა". რატომ? თამაში ხომ თბილისში ჩატარდა? თბილისის უსაფრთხოების სამსახურმა ვერ უუზრუნველყო უსაფრთხოება სტადიონზე,ვერ გავიგე "სიონის"გუნდის ბრალეულობა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა შარშან ქობულეთში "შუქურა"-"დილას" თამაშზეც და მაშინაც სტუმარი გუნდი"დილა" მეტად დააზარალეს,თან წაგებაც ჩაუთვალეს 0-3 და ფინანსური ჯარიმაც დააკისრეს.მსაჯის პრინციპულობის/მიკერძუებლობის/ გამო,რომელმაც აღარ მოინდომა თამაშის გაგრძელება."დილა" ჩემპიონობაზე"დინამოს" კონკურენტი იყო და მიტომ/მაინც არაფერი გამოუვიდათ "დილა" ჩემპიონი გახდა/.
მეგონა კობიაშვილის მოსვლით რაიმე შეიცვლებოდა უკეთესობისკენ ,მაგრამ არაფერი არ შეცვლილა,იგივენაირად გრძელდება ყველაფერი,ისევ და ისევ"დინამოს"სასარგებლოდ. ასეთი მიდგომით საქართველოში ფეხბურთი ვერ განვითარდება სამწუხაროდ...
merabi
16 დეკემბერი 2015 10:16
0
კლასიკო მაგარია))ჰაჰა

დინამოს ფეხბურთელები რა სისწრეფით დაქრიან იცით? 2-4მეტრი წამში. ეს ნიშნავს 100 მეტრს გარბიან მინიმუმ 25 წამში როცა ესპანთში ან სხვა სერიოზულ ქვეყნებში პირველი ლიგის ფეხბურთელი 100 მეტრს მინიმუმ 12-14 წამში გარბის. შენელებული კადრია ჩვენი ფეხბურთი. კლასიკო არ უნდა ახსენოთ აქ.
vato
16 დეკემბერი 2015 06:45
0
კარგით რა. საკუთარი თავი მაინც არ გეცოდებათ? რაის კლასიკო? რის კლასიკო? თვითონაც ხომ საქართველოს მოქალაქეები ხართ? დასაცინად რატომ იხდით საქმეს?
odala
15 დეკემბერი 2015 21:25
0
გადაჭედილა ტრიბუნები და ეგაა. ვის რაში აინტერესებს მოუხსნეს თუ არ მოუხსნეს. მაქსიმუმ 500 კაცი დადის თამაშებზე და გინდ მოუხსენი, გინდ არა. ახლა დინამოს რომ შეღავათებს დაუწესებენ იასნია. ხომ წარმოგიდგენიათ – "რომანა, იაშკა და კობი". ნეტავ საიდან მახსოვს ეს გვარები!!!. ასეა. ასეთი შერჩევითი მიდგომებით უნდათ ქართული ფეხბურთის ფეხზე დაყენება? ამ ლოგიკით სხვებსაც უნდა მოუსხნათ შეზღუდვები თუ რა ჯანდაბაც ქვია.
მონტე
15 დეკემბერი 2015 18:18
0
Tribunalis gadacyvetilebaa es da aea sadisciplino komitetis
Xorxe
15 დეკემბერი 2015 17:56
0
დინამოსთვის ყველაფერი შეიძლება.
goga
15 დეკემბერი 2015 17:31
0
თუ არ რცხვენიათ კლასიკოა ხო რას ნახავ უკეთესს:დ
bacho gruzin
15 დეკემბერი 2015 17:05
0
სამუშაო დღეს, 4 საათზე ვინ იწყებს ფეხბურთს? 7-ზე მაინც დაგენიშნათ..
ქუთაისელი
15 დეკემბერი 2015 16:58
0
კლასიკო არა იხვი :D.
ბრდღვნა იქნება ბრდღვნა :D
dadas
15 დეკემბერი 2015 16:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული