მაგრამ ის, რაც გუშინ "მცხეთა პარკზე" მოხდა, ალბათ, ბოლო წლების ქართული ფეხბურთის ისტორიაში ანტირეკორდად დაფიქსირდება - ძალოსანს არ დაეღლება ხელი ისე, როგორც გუშინდელი მატჩის არბიტრ გიორგი ყრუაშვილს ჯიბეში ბარათების ამოღება-ჩადებით მოუვიდა - მან მეტოქეებს 4(!) წითელი და 14(!) ყვითელი ბარათი აჩვენა, თანაც თანაბრად - 2-2 წითელი და 7-7 ყვითელი!
საინტერესოა, რომ 3-ჯერ
"ცხოვრებაში ამდენი ბარათი არ ამომიღია და არც ასეთი დაძაბული თამაში მიმსაჯია", - გვითხრა მატჩის შემდეგ გიორგი ყრუაშვილმა.
...ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა. "ზუგდიდის" კარის სიახლოვეს დანიშნული ჯარიმის შესასრულებლად ბურთთან ვალიკო გახარია მივიდა და ვანო კურდღელაშვილს დაუგორა, რომლის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი სტუმართა მცველს მოხვდა და კარის ბადე შეარხია - 1:0.
ამგვარად, საერთო ანგარიში გათანაბრდა. ალბათ, ამან გამოიწვია მეტოქეთა მონდომება მეორე ნახევარში, რომელიც ზოგჯერ მეტისმეტ ემოციაში გადადიოდა. 64-ე წუთზე "ვიტ ჯორჯიის" მოთამაშე ორთაბრძოლისას წაიქცა, სტუმრებმა კი შეტევა გააგრძელეს, რამაც მასპინძელთა უკმაყოფილება გამოიწვია. გიორგი კალანდიასა და გიორგი ბულიას შორის კამათი გუნდურ გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა და თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა.
არბიტრმა ორივე მოჩხუბარს ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც ზუგდიდელი მოთამაშისთვის მეორე აღმოჩნდა და მოედნის დატოვება მოუხდა.
ყრუაშვილმა მასთან ერთად გასახდელის გზას ვიტელთა მეკარე ჯონი შეროზიაც გაუყენა - ის კარიდან მოედნის ცენტრში მოჩხუბართა გასაშველებლად გაიქცა, მაგრამ... თავადაც ემოციას აჰყვა და ასევე მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
წვრილ-წვრილი შეხლა-შემოხლისთვის არბიტრმა თამაშს 7 წუთი დაამატა. საბოლოოდ, ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა. 99-ე წუთზე ყრუაშვილმა მესამე წითელი ბარათი, უხეშობისთვის, უკვე გახარიას აუფრიალა...
"ზუგდიდმა" მთელი ძალით შეუტია და გატანაც შეეძლო, რაც დიდი ალბათობით, ნახევარფინალში გაიყვანდა, მაგრამ... გაგა თიბილაშვილის დარტყმის შემდეგ "ვიტ ჯორჯია" შეცვლაზე შესულმა მეკარე ლევან ისერგიშვილმა გადაარჩინა.
118-ე წუთზე ყრუაშვილმა "წონასწორობა" აღადგინა და უხეში თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი (შესაბამისად - წითელიც) უკვე ნიკა ლაშხიას ამოუღო.
საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. ბურთთან პირველი კალანდია მივიდა და ზუსტად დაარტყა, ზუგდიდელმა ზურაბ მალანიამ კი კარს ააცილა და თამაშის ბედი სწორედ ამან გადაწყვიტა.
შემდეგ მეტოქეებმა დარტყმები ზუსტად შეასრულეს, მაგრამ კახა კახაბრიშვილის პენალტის შემდეგ "ზუგდიდისთვის" ყველაფერმა აზრი დაკარგა.
ასე რომ, პირველლიგელი "ვიტ ჯორჯია" ნახევარფინალში გავიდა.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
16.12. მცხეთა. "მცხეთა პარკი"
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 1:0 (პენ. 5:3)
(პირველი მატჩი 0:1)
გოლი: 1:0 კურდღელაშვილი (43)
პენალტები: 1:0 კალანდია, 1:0 მალანია (ააცილა), 2:0 ვაზაგაშვილი, 2:1 ელიავა, 3:1 თათხაშვილი, 3:2 გ. სამუშია, 4:2 ღირდალაძე, 4:3 წყაროზია, 5:3 კახაბრიშვილი
ვიტ ჯორჯია: შეროზია - თათხაშვილი, კალანდია, ჩირიშვილი, დანელია - კამლაძე, გახარია - ქარელი (62. ისერგიშვილი), კურდღელაშვილი (103. ვაზაგაშვილი), კახაბრიშვილი - ღირდალაძე.
სათადარიგოები: მერაბიშვილი, ქისიევი, ბრეგვაძე, ხიდეშელი, გვასალია
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
ზუგდიდი: მამალაძე - გ. ქანთარია, ნარმანია (78. თიბილაშვილი), მალანია, ელიავა - ტყემალაძე, წყაროზია - ლაშხია, ნ. ქირია (116. გ. სამუშია), ჯავაშვილი (98. თუთბერიძე) - ბულია.
სათადარიგოები: ჯომიდავა, ც. სამუშია, ჩანადირი, მიქაძე
მწვრთნელი: ლევან მიქაძე
გაფრთხილებები: შეროზია (22), ბულია (48), ქირია (52), დანელია (53), გ. ქანთარია (53), კალანდია (64), გახარია (87), ტყემალაძე (95), ლაშხია (96), გახარია (99), ლაშხია (118)
გაძევება: შეროზია (64), ბულია (64), გახარია (99), ლაშხია (118)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"